x
მეტი
  • 13.11.2018
  • სტატია:82693
  • ვიდეო:334241
  • სურათი:440280
ამერიკაში თავმოკვეთილმა გველმა მამაკაცს უკბინა

image

შხამიანი გველი მოკვეთილი თავითაც კი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა ტეხასის მაცხოვრებელმა.



40 წლის მამაკაცი საკუთარ ბაღში მუშაობდა, როდესაც დაინახა დაახლოებით, ერთი მეტის სიგრძის ჩხრიალა გველი, მამაკაცმა ბარი დასცხო გველს და თავი მოჰკვეთა, როდესაც დაიხარა და მისი გადაგდება დააპირა, მოკვეთილმა თავმა ხელზე უკბინა, იუწყება BBC .


სხვათაშორის, გველის თავმა ჩვეულებრივ, სრული დოზა შეუშვა. როგორც დაზარალებულის მეუღლე ჯენიფერ სატკლიფი აცხადებს, ქმარი უცებ შეუძლოდ გახდა, დაკარგა მხედველობა და დაეწყო სისხლდენა. ჩვეულებრივ, ამ დროს ერთი ან ორი შხამსწანიააღმდეგო დოზა შეჰყავთ. ექიმს პრეპარატის 26 დოზა დასჭირდა.

პირველ დღე-ღამის განმავლობაში ექიმებს ეჭვი ჰქონდათ, რომ პაციენტი ვერ გადარჩებოდა, თუმცა ამჟამად დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ექსპერტების განცხადებით, თავმოჭრილ გველს თითქმის ერთი საათის განმავლობაში აქვს კბენის რეფლექსი შენარჩუნებული.











0
327
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0