x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78085
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
უმცროსმა ბორჯღალოსნება ირლანდიელები დაამარცხეს

მოგეხსენებათ, საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები(U20) მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, რომელიც საფრანგეთში იმართება. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წინა ორ მატჩში დაძაბულ ბრძოლებში მარცხი განიცადეს, ხოლო გუშინ გამართულ მესამე ტურში ირლანდიის მრისხანე ნაკრებს დაუპირისპირდნენ და გვასახელეს. გვასახელეს და მერე როგორ, ისე ლაღად ბურთაობდნენ მოედანზე, რომ ჩვენს დიდ ნაკრებსაც თეთრი შურით შეშურდებოდა. ჩვენი სათამაშო უპირატესობა ქულებში ასე გამოისახა 24:20 საქართველოს სასარგებლოდ.

ამ თამაშის ყურების შემდეგ ყველა რაგბის მოყვარული შეამჩნევდა პროგრესს, კერძოდ, ჩვენმა ბიჭებმა მოუმატეს ხელით თამაშს, რაც სპორტის ამ სახეობას უფრო მეტად ლამაზს და სანახაობრივს ხდის. ტექნიკური თვალსაზრისით კი უფრო სწრაფი შეტევის გაკეთება შეგვიძლია და ეს ვაჩვენეთ კიდეც ჩვენი ლელოებიდან გამომდინარე. ჩვენი კოზირი კი ტრადიციულად, შერკინებაა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივაც ერთი თავით მაღლა იდგნენ ჩვენი ბიჭები.

მივულოცოთ გამარჯვება და კიდევ ბევრჯერ ესახელებინოთ სამშობლო.


0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ლევანი ხარშილაძე
ლევანი ხარშილაძე
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0