x
მეტი
  • 22.06.2018
  • სტატია:78043
  • ვიდეო:330798
  • სურათი:434022
ბახტრიონის აჯანყება

შაჰ-აბას I-ის შთამომავლები განაგრძობდნენ თავიანთი წინაპრის პოლიტიკას. კახეთში მათ დაიწყეს მომთაბარე თურქმენული ტომების ჩამოსახლება. ამ ტომებმა დაიკავეს ალაზნის ნაყოფიერი ველები და საძოვრებად აქციეს. კახეთი გაღატაკდა. ხალხი აჯანყდა. ეს მოხდა 1659 წელს. აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, ზაალ არაგვის ერისთავი. ირანელთა წინააღმდეგ კახელების მხარდამხარ თუშები და ფშავ-ხევსურებიც იბრძოდნენ. სპარსელთა ძირითადი ძალები ბახტრიონის ციხეში იყვნენ დაბანაკებულები. მთავარი დარტყმაც სწორედ ამ ციხემ მიიღო, რის გამოც ეს ამბოხება ბახტრიონის აჯანყების სახელითაა ცნობილი. შაჰმა აჯანყების მოთავეები დაიბარა თავისთან. მამაცი ბიძინა, შალვა და ელიზბარი თავისი ნებით ეახლნენ შაჰს, რათა საქართველო გადაერჩინათ ირანელთა ახალი შემოსევისგან. შაჰმა ისინი გადასცა იმ თურქმანთა ნათესავებს, რომლებიც ბახტრიონის ციხეში ამოჟლიტეს ქართველებმა. მტერმა სასტიკად იძია შური სამშობლოს დამცველ ქართველ გმირებზე. ისინი მოწამებრივი სიკვდილით აღესრულნენ. მათი ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და იკორთის ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს ეკლესიამ სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავდადებული გმირები წმინდანებად შერაცხა.

ამ გმირული აჯანყების ამბავი მოთხრობილია აკაკი წერეთლის “ბაში-აჩუკსა'' და ვაჟა ფშაველას “ბახტრიონში".


baxtrionis ajanyeba

0
171
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0