x
მწერლები სამშობლოს სამსახურში

ilia chavchavadze167
145

ილია ჭავჭავაძე და მისი თანამზრახველები ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ დაეცვა ქართველ ხალხს საკუთარი მიწა-წყალი, უფლებები და სამართლიანობა; როგორ გადაერჩინათ მშობლიური ენა, როგორ გაემრავლებინათ ეროვნული დოვლათი. ვინ გააგებინებდა ყოველივე ამას ხალხს, თუ არა მწერლები! და აი, ილიამ მწერლებს მოუწოდა, დაეწერათ ხალხისათვის გასაგები ენით მათსავე ცხოვრებაზე - შეექოთ პატიოსნება, თავდადება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება; ამავე დროს, გაეკიცხათ ნაკლოვანებანი და მანკიერი თვისებები: დუნე და უსარგებლო ცხოვრება, გულგრილობა და გაუტანლობა, კუთხური ჩამორჩენილობა, ამპარტავნობა. ასეთ მანკიერებათა მხილებით ცდილობდა იმდროინდელი მწერლობა მკითხველისათვის თვალის ახელას და საკუთარი ნაკლის გამოსწორების სურვილის გაღვიძებას. ეს კეთილი და ჭკვიანი ადამიანები არიგებდნენ ახალ თაობას, არ დაევიწყებინათ მშობლიური ენა, საკუთარი წარსული, ტრადიციები; არ ეზარმაცათ, დაუფლებოდნენ ახალ პროფესიებს, რათა შესძლებოდათ საკუთარი ქვეყნის მოვლა და მისი სიმდიდრის გამოყენება; ურჩევდნენ, კეთილად მოპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ხალხების შვილებს, ეზრუნათ ბუნებაზე - არ გაეფლანგათ მისი სიმდიდრე, ყოფილიყვნენ სამართლიანნი, პატიოსანნი, მტკიცენი, ერთმანეთს კეთილი საქმით დახმარებოდნენ.

თავიანთი ნააზრევის მკითხველამდე მისატანად ქართველი მწერლები აარსებდნენ ჟურნალებსა და გაზეთებს. მათივე მეცადინეობით განახლდა ქართული თეატრი, სადაც მაყურებელი სცენის საუკეთესო ოსტატებს ხვდებოდა და მათგან გამამხნევებელ სიტყვებს ისმენდა.

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0