x
image
რუსუდან ნადირაშვილი
იცით თუ არა ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები?

image


ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები:
.
გარეული ცხოველების ნაშიერები:
სპილოს ნაშიერი - სპლიყვი;
ციყვის ნაშიერი - დღნაჩვი;
ირმის ნაშიერი- ნუკრი; ბიჟინა;
შვლის ნაშიერი- ნუკრი; ბიჟინა;
ჯიხვის ნაშიერი - ფოთრი;
კურდღლის ნაშიერი - ბაჭია; ბაცაცი;
თაგვის ნაშიერი- წრუწუნა; ღლაპი;
მტაცებელი ცხოველების ნაშიერები:
ჯიქის, ლომის, ვეფხვის ნაშიერი - ბოკვერი
მგლის, ტურის, მელიის ნაშიერი - ლეკვი;
დათვის ნაშიერი - ბელი;
გარეული ფრინველების ნაშიერები:
ყვავის ნაშიერი - ბახალა;
ხოხბის, კაკაბის, გნოლის, დურაჯის, როჭოს, შურთხის და სხვა ამგვარი ფრინველების ნაშიერი - ლაპი;
ბეღურას, მერცხლის და სხვა წვრილი ჩიტების ნაშიერი - ბარტყი;
მტრედის ნაშიერი - ხუნდი;
მწყრის ნაშიერი - ჩოჩორი;
ფარშავანგის ნაშიერი - "ნამლევი"
ბუს ნაშიერი - "ღლაპი"
მტაცებელი ფრინველების ნაშიერები:
არწივი, მიმინო, ქორი, შავარდენი და სხვა მტაცებელი ფრინველების ნაშიერი - მართვე
ყველა საბაზიერო ფრინველის მართვეს ჰქვია - ქულა
შინაური ცხოველების ნაშიერები:
ძროხის ნაშიერი - ხბო;
კამეჩის ნაშიერი - ზაქი;
ცხენის ნაშიერი - კვიცი;
ვირის ნაშიერი - ჩოჩორი; მუტრუკი;
აქლემის ნაშიერი - კოზაკი;
თხის ნაშიერი - თიკანი;
ცხვრის ნაშიერი - ბატკანი; კრავი
ღორის ნაშიერი - გოჭი
ძაღლის ნაშიერი - ლეკვი;
კატის ნაშიერი - კნუტი;
შინაური ფრინველების ნაშიერები:
ქათმის ნაშიერი - წიწილა;
ბატის, ინდაურის ნაშიერი - ჭუკი
იხვის ნაშიერი - ჭუკი; ბჟიტი;
ქვეწარმავლების ნაშიერები:
გველის ნაშიერი - წიწილი;
წყლის ბინადრების ნაშიერები:
თევზის ნაშიერი - ლიფსიტა;
ლოქო - ღლავის ნაშიერი - ღლაბუტა
წყარო: legion.ge
0
1376
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0