x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იაპონური ტესტი წყვილებისთვის-რა საიდუმლოს მალავს თქვენი ურთიერთობა?
ეს იაპონური ტესტი 6 კითხვისგან შედგება და მათზე პასუხების გაცემის შემდეგ შესაძლოა თქვენს ურთიერთობებზე რამე ახალი შეიტყოთ. მაშ ასე, დავიწყეთ:


1. წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ადამიანთან შესახვედრად მიდიხართ მის სახლში. თქვენ გზისგასაყართან დგახართ: ერთი გზა სახლთან მალე მიგიყვანთ, მაგრამ გზაზე ვერაფერ საინტერესოს ვერ ნახავთ. მეორე გზა ცოტა შორია, მაგრამ გზად ლამაზ და საინტერესო ადგილებს ნახავთ.


რომელ გზას აირჩევთ?

image



2. თქვენს არჩეულ გზას მიყვებით და ვარდების ორ ბუჩქს ხედავთ, ერთი წითელია, მეორე კი, თეთრი. დაკრიფეთ და წაუღეთ საყვარელ ადამიანს.

რომელ ფერს აირჩევთ? თეთრს, წითელს თუ სულაც, შერეულს?

image


3. სახლში მიხვედით, ზარი დარეკეთ და კარი მოსამსახურემ გაგიღოთ. როგორ მოიქცევით, მას სთხოვთ, გადასცეს თქვენს სატრფოს, რომ მიხვედით, თუ თავად წახვალთ მასთან შესახვედრად?

image


4. შედიხართ თქვენი სატრფოს ცარიელ ოთახში.

სად დადებთ თაიგულს, ფანჯრის რაფაზე თუ საწოლზე?

image


5.თქვენ დღე ერთად გაატარეთ, საღამოს კი ძილი ნებისა უსურვეთ ერთმანეთს და სხვადასხვა ოთახებში დაიძინეთ. დილით, გაღვიძებისთანავე მასთან მიდიხართ, რომ დილამშვიდობისა უსურვოთ.

სატრფო გაღვიძებული დაგხვდათ თუ ისევ სძინავს?

image


6. დროა, უკან, სახლში დაბრუნდეთ. ამჯერად რომელ გზას აირჩევთ? მოკლეს და უინტერესოს, თუ გრძელსა და საინტერესოს?

image



ახლა კი, იხილეთ რას ნიშნავს თქვენი პასუხები:

1. თუ მოკლე გზა აირჩიეთ, მალე გიყვარდებათ. თუ გრძელი-თქვენი გრძნობა ნელ-ნელა იზრდება.

2. წითელი ვარდები ნიშნავს, რომ მზად ხართ სიყვარულისთვის დაიხარჯოთ და გრძნობები გასცეთ. თეთრი პირიქით-პარტნიორისგან ელოდებით ბევრს. ორივე ფერი თუ აირჩიეთ- დაბალანსებული ურთიერთობა გაქვთ.

3. თუ მოსამსახურეს სთხოვეთ, რომ თქვენი მოსვლა ეუწყებინა, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტური სიტუაციების დროს მესამე პირს მიმართავთ დასახმარებლად. თუ თავად წახვედით სატრფოსთან შესახვედრად, ე.ი. ურთიერთობას თქვენ ორნი აგვარებთ.

4. თუ ვარდები საწოლზე დადეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობაში დარწმუნებული ხართ და გსურთ დიდხანს გაგრძელდეს. თუ ფანჯრის რაფაზე - ამ ეტაპზე გირჩევნიათ მოვლენები არ ააჩქაროთ.

5. თუ თქვენს სატრფოს ჯერ კიდევ სძინავს, თქვენ მზად ხართ, მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, თავისი ნაკლოვანებებით, თუ ღვიძავს - თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მისი შეცვლა.

6. თუ მოკლე გზა აირჩიეთ უკან დასაბრუნებლა, ამ ადამიანის გადაყვარება მალე შეგიძლიათ. თუ გრძელი გზა აირჩიე, გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობა ხანგრძლივი იყოს.

0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0