x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზაზა სარალიძე - ,,მოსამართლე ეკა არეშიძემ დღევანდელი განაჩენით ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა''
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოსამართლე ეკა არეშიძეს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის. სარალიძის თქმით, ეკა არეშიძე სისტემას არ დაემორჩილა და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა.

„დღეს, კიდევ მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომელმაც ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და სისტემას არ დაემორჩილა. სანამ სისტემა არ დაინგრევა და ყველა პასუხისგებაში არ მიეცემა, მანამდე ვიდგები რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა სარალიძემ.

დღეს თბილისის საქალაქო მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლო განაჩენი გამოაცხადა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ ორივე ბრალდებული გაამართლა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა.

კერძოდ, ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.




image

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0