x
მიტინგური აზროვნების ექვსი შვილი

image

პროტესტები და საპროტესტო აქციები დემოკრატიული პროცესების განუყოფე ლინაწილია- გარდა მისი მმართველობითი კომუნიკაციის ფორმის მნიშვნელობისა, იგი გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ამასთანავე, ზემოთხსენებული ფენომენი აყალიბებს მიტინგური აზროვნების კულტურას.გაადავხედოთ ჩვენ წარსულს და განვმარტოთ თუ რა სახის “უსიამო" შვილები დაგვიტოვა მიტინგური აზროვნების ჩაკეტილმა სისტემამ:

1.ეთნიკური კონფლიქტი - მიტინგური აზროვნების კულტურის ყველაზე მტკივნეული გამოხატულება, რომელსაც ნაციონალისტურად განწყობილი ლიდერები ხშირად იყენებდნენ, რათა ხაზი გაესვათ იმ „არაქართველებზე“, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ. ეროვნული იდენტობის ასეთ გამოხატულება კი პროტესტი გრძნობას იწვევს იმ ხალხში, რომელიც ზემოთხსენებული ნიშნით არ დაბადებულა.შევხედოთ ამას მარტივი მაგალითის სახით: „კუნძულზე სადაც 10 A ცხოვრობდა, გადაწყვიტეს თვითგამორკვევისთვის, მიტინგის საშუალებით ხაზი გაესვათ, უხეშად აღენიშნათ და “მასპინძლობა“ შეეხსენებინათ მათ შორის მცხოვრები 5 B-სთვის. ლოგიკურია, რომ ხუთმა B-მ მოითხოვა დამოუკიდებლობა, ავტონომია, საკუთარი მიწის ნაკვეთი, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია“. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ვითარებაში დაიბადა ის ეთნიკური კონფლიქტები, რამაც საქართველოს სახელმწიფოობრიობას საფრთხე შეუქმნა;

2.უნდობლობა - საზოგადოების მხრიდან ნდობას არის მოკლებული საპროტესტო გამოსვლები, რადგან “არაფრის შეცვლის’’ მიმართ დაჯერების ხარისხი ძალიან მაღალია.კერძოდ მიტინგური აზროვნების ფორმირების პროცესში ძალზედ ცოტა იყო იმ მიტინგების რაოდენობა, რომელთაც თავისი ფუნქცია შეასრულეს.ერთი მხრივ ეს არაჯანსაღი მიტინგური გამოცდილების ბრალია, ხოლო მეორე მხრივ იგი ითვლება იმ ქცევად, რომელსაც არაფრის შეცვლა შეუძლია;

3.საფრთხის შეგრძნება - მიტინგური კულტურის ტრადიიცის პირმშო, რომელიც გამოხატულია ან მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაში ან სახელმწიფოს მხრიდან „სადამსჯელო“ ოპერაციებში. საზოგადოებრივი აზრი მიტინგური შეკრების ფორმაზე ყოველთვის გამბედაობასთანაა დაკავშირებული.მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიით გათვალისწინებულია საპროტესტო გამოსვლების შეკრება, გამოცდილება აქაც ნათლად წარმოგვიდგენს, დაპირისპირებაში გადაზრდილ მიტინგებს;

4.“გარე მტრის გახარება“ - ინდივიდები, რომლებთაც პასიური დამოკიდებულება გააჩნიათ სოციალურ პრომლემებზე, გამოხატავენ თავიანთ ლოგიკურ აზრს, თითქოს მიტინგი, ეს საზოგადოებრივი ბერკეტი არის ანტისახელმწიფოებრივი ქცევა, რომელსაც თავისდა სასიკეთოდ იყენებს გარეშე მხარე.რეალურად, გარეშე მხარე მაშინ სარგებლოს პოლიტიკური დესტაბილიზაციით, როცა შიდასახელმწიფოებრივი მოწყობა მოიცავ კორუფციას, ნეპოტიზმს, სოციალურ-კულტურულ და სხვა ფუნდამენტურ პრომლემებს.ასეთი ადამიანები ძირითადად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები ან პროგრესისადმი კონსერვატულად განწყობილნი.


5.უსამართლო შრომა-სამართლებრივი ურთიერთობები - გახლავთ მიტინგური აზროვნების ერთ-ერთი ძლიერი და პოლიტიკური კულტურის დესტაბილიზაციის გამოვლინება.ამის გამომწვევი შექცევადი მიზეზი არსებობს:ხალხი, რომელიც მიტინგური გამოსვლების აზრს ვერ ხედავს, რადგან ეს უკანასკნელი არაფრის მომტანი, შემცვლელი ან გამაუმჯობესებელია და დამსაქმებელი ელიტა, რომელმაც იცის საზოგადოებრივი აზრის შესახებ.ჯამში ვღებულობთ ისეთ შრომასამართლებრივ ურთიერთობებს. ამის ცოცხალი მაგალითებიც არსებობ:უკანასკნელ პერიოდში მომრავლდა შახტაში მომუშავეთა ფატალური შემთხვევების ფაქტი.საზოგადოება ამის მიმართ პასიური დამოკიდებულებით გამოირჩევა, თუმცაღა მათ აქვთ რეალური ბერკეტი რათა კანონის დონეზე მოითხოვონ შრომის ინსპექციის შექმნა. თავის მხრივ, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, ბიზნესის სექტორს კოლოსალური სახელმწიფო ვალდებულებები აქვთ.სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავარ აქტორს წარმოადგენს და მისი ქცევებიც პასიური ბუნებისაა.პრობლემის მოგვარების გზები კი ვარიაციულია - გადასახადების შეკვეცა კერძო სექტორისთვის, ხელშეკრულებათა მოწესრიგება, ცნობიერების ამაღლება და ა.შ

6.საზოგადო ჭეშმარიტება - მიტინგური აზროვნების კულტურის საბოლოო ჩამოყალიბებამ, თავისი თავი წარმოაჩინა, როგორც ქცევის ერთადერთი ჭეშმარიტი მოდელი, რომლისგანაც გადახვევა არამართებულია.უფრო ზუსტად, ის კომპონენტები რომლისგანაც ეს ფენომენი შედგება იმ ვაკუუმს, რომელიც სხვა ნიშნის მქონე ადამიანებს/ადამიანთა ჯგუფს განყენებულს ხდის.დემოკრატიულად სტრუქტუირებულ, პროგრესულ საზოგადოებაში არ შეიძლება იყოს ღირებულება, რომელიც შეცვლისა და გადაფასების საშუალებას არ იძლევა.თუ კაცობრიობის პოლიტიკურმა აზრმა გავლენათა რამდენიმესაუკუნოვანი ტალღა გადაიტანა, რათა დამეტკიცებინა დემოკრატიული მოწყობის უპირატესობანი, საგოდოებრივი მოწყობის ყველა ფორმამ განიცადა ტრანსფორმაცია, რათა დაესაბუთებინა ყოველგვარი მოწყობის არააბსოლუტურობა.

ზემოთხსენებული ექვსი რეზულტატი პოლიტიკურად დესტაბილიზირებული სახელმწიფოს მახასიათებელია, თუმცა პოლიტიკური დესტაბილიზაცია არაჯანსაღი ჯაჭვური რეაქციის უკანასკნელი რგოლია - მის პირველ რგოლს წარმოადგენს ინდივიდი, რომელსაც „მემკვიდრეობით“ გადმოეცა მიტინგური აზროვნების ფორმა, მეორე რგოლია - მიტინგური საზოგადოება, რომელიც არასწორად აკეთებს პრობლემის იდენტიფიცირებას, მესამე რგოლს კი წარმოადგენს ზემოთხსენებული შედეგები, რაც პოლიტიკური დეფორმირების საწინდარია.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0