x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ჰოლი სმეილი თბილისშია - თინეიჯერების საყვარელ მწერალს წიგნის ფესტივალზე მკითხველის რიგები დახვდა

image

ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის ჰოლი სმე­ი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი „გიკი გოგო“ ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა, მათ შო­რის ქარ­თველ მო­ზარ­დებ­საც.

ავ­ტო­რის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის მო­ლო­დინ­შიც რამ­დენ­ჯერ­მე დად­გა რიგი თბი­ლი­სის წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან. სულ ახ­ლა­ხანს ითარ­გმნა "გიკი გო­გოს" მე­ხუ­თე ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­მოს­ცა და რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც 1-ელ ივ­ნისს „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. დღეს ჰოლი სმე­ი­ლი ფა­ნებ­თან შე­სახ­ვედ­რად თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, "პა­ლიტ­რა L”-ის სტენდთან მი­ვი­და, სა­დაც მას უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი დახ­ვდა.

imageimageimageჰოლი სმე­ილ­მა პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 2013 წელს და­წე­რა, რა­საც უზარ­მა­ზა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან. მალე "გიკი გოგო" ბრი­ტა­ნე­თის #1 ბესტსე­ლე­რი გახ­და. ავ­ტო­რი და მისი გა­მომ­ცე­მე­ლი HarperCollins უამ­რავ წე­რილს იღებ­და მო­ზარ­დე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც წერ­დნენ, რომ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ მათი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ნელ-ნელა ის­წავ­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სა­კი­თხებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შე­ხე­დეს. ბრი­ტა­ნეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ წიგ­ნი მალე მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რა­დაც იქცა. გა­ი­ყი­და მისი მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი. ითარ­გმნა 23 ენა­ზე. ჰო­ლის მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ჯილ­დო, რო­მელ­თა შო­რის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილ­დო­ე­ბი.


1
5
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5
  
2018, 6 ივნისი, 15:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1