x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
"ქართული დროით არყოფნის დროა-----მწერალი, გურამ ქართველიშვილი



image
" ქართული დროით არყოფნის დროა----

ათას აზრად გაყოფილი და მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა სამშობლოს დაღუპვის სეირს პირდაპირი ეთერებიდან ადევნებს თვალს. უფროსი თაობები, რომლებმაც უფსკრულის პირას მიიყვანეს ქვეყანა და ახალ თაობებს სახელმწიფოს გაპარტახების მაგალითები მისცეს, “ნაღვაწს“ იმკიან... ახალგაზრდობას თავი ევროპაში გონია და წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რომ მათი სამშობლო უმძიმეს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზეა, სადაც ათასწლეულებია აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს და რელიგიები დაუნდობლად ებრძვიან ერთმანეთს. მათი მთავრობა სხვისია, ქვეყნის სპეცსამსახური კი იმ იმპერიების დავალებებს ასრულებს, რომლებიც ამ მიწის მომავალს ქართული ეთნოსის გარეშე განიხილავენ... ხალხის ენერგია, ფინანსები და ნერვული რესურსი ეროვნულ სუიციდს ემსახურება, ხოლო ეს თვითმკვლელობის საყოველთაო აქტი ქუჩის აქციებით და ათასფერად შეფუთული სპექტაკლებით გამოიხატება მიტინგებზე... უცხოძალებზე მიყიდული ტელემედია ჯალათივით მოქმედებს და არყოფნისთვის გამეტებულ ერს, ისედაც სპექთაკლად ქცეულ რეალობას, ათასფერი ტყუილით უფუთავს... მისგანვე დაბნეული ხალხი ერთმანეთს ძიძგნის სიმართლის დასადგენად, ხოლო ამ ორომტრიალში უღვთოდ ხრავენ ბიუჯეტს მგლად ქცეული ჩინოვნიკები.... ვისაც ქვეყნის ბედი აბარია, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად როგორც წესი 10 საათზე იძინებს, ხოლო მისგანვე ჯიბეგამოტენილ ინტელიგენციას სირაქლემას სამარცხვინო პოზა უჭირავს.... გულმხურვალე პატრიოტებზე ნადირობაა გამოცხადებული და ყველგან იჭერენ, ხოლო ცრუ პატრიოტებს, პედერასტებს და ნარკოდილერებს სახელმწიფოებრივ აზრს ეკითხებიან... ასეთი ფარდის მიღმა კი ქართულ მიწაწყალს ის ხალხები ეპატრონებიან, ვინც ათასწლეულებია ვერც ხმლით და ვერც საღმრთო ომებით ვერ ჩაიგდეს ხელში ეს სახელმწიფო და ქართველთა გამოლენჩებით დრომოცემულები კაპიკებად ყიდულობენ ნანატრ საქართველოს... სამღვდელოების დომინანტი ფენა “ბედნიერთა ლოცვითაა“ გართული და შეშინებულ მრევლს ყულაბებად ქცეულ ტაძრებში მორჩილებას უქადაგებს... ამბიონებთან მოკალათებული ბანკირები ცალი ხელით პირჯვარს იწერენ, ხოლო მეორით პირწმინდად ატყავებენ ისედაც ჩონჩხადქცეულ ხალხს...
რაღა გავაგრძელო და ყოველივე ამის შემხედვარეს ტკბილ სიზმრად მეჩვენებიან თემურ ლენგები და შაჰ აბასები, ხოლო შიგადაშიგ ქართველი ერის იმ დროინდელ მდგომარეობას ვნატრობ, რომელზეც “ბედნიერი ერი“ და “ცისფერი მთები“ იქმნებოდა, ანუ “დაუჯერებელი ამბავი“......
----საქართველოს დროით არყოფნის დროა-----

გურამ ქართველიშვილი
-------2018 წლის 6 ივნისი/// დილის 7 საათი-----

1
67
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
67
  
2018, 6 ივნისი, 15:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1