x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფსიქოლოგიური ტესტი: რა საიდუმლოს მალავს თქვენი წარსული
image

ზოგჯერ, ისეც ხდება, რომ ჩვეულებრივ საგნებს შეუძლიათ სააშკარაოზე ისეთი რამ გამოიტანონ, რასაც ჩვენი ქვეცნობიერი გულდასმით მალავს ჩვენივე თავისგან.

კიბე-სწორედ ასეთი საგანია, რომლის წარმოდგენით ბევრი რამ შეგვიძლია გავიგოთ საკუთარ თავსა და წარსულზე.

გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, ხომ არ მალავს თქვენი ქვეცნობიერი წარსულში მომხდარ სულიერ ტრავმას. ტესტი სულ 6 კითხვისგან შედგება. თითოეულ მათგანზე პასუხისას, შეეცადეთ ის პირველივე სურათი დააფიქსიროთ, რომელსაც თქვენი წარმოსახვა შემოგთავაზებთ. ნუ ეცდებით მათ შეცვლას ან შელამაზებას და დიდხანს ნუ იფიქრებთ.image


1 შეკითხვა - შენობა

წარმოიდგინეთ, რომ ცარიელ შენობაში ან უკაცრიელ საცხოვრებელ სახლში დაეხეტებით. აღწერეთ, როგორია შენობა და გარემო, სადაც ხართ.


მე-2 შეკითხვა - კიბე

მოულოდნელად, თქვენს წინ, იატაკში, დიდ ხვრელს და კიბეს ხედავთ, რომელიც სადღაც მიწის ქვემოთ მიემართება. როგორია კიბე, რომელსაც ხედავთ?


მე-3 შეკითხვა - საფეხურების რაოდენობა

რამდენად გრძელია და ღრმად ჩადის თქვენს მიერ წარმოდგენილი კიბე? რამდენიმე საფეხური აქვს, საშუალოა, თუ არ თავდება?


მე-4 შეკითხვა - ხმები

წარმოიდგინეთ, რომ კიბეზე ეშვებით და ხმები გესმით. რა ხმაა ეს? საუბარი, სიცილი, ტირილი თუ სხვა?


მე-5 შეკითხვა - იდუმალი ფიგურა

კიბეზე ჩასულმა ზემოთ აიხედეთ და კიბის თავში ადამიანი დაინახეთ, რომელიც სახელით მოგმართავთ, გეძახით. ვინ არის ეს ადამიანი?


მე-6 შეკითხვა - რეალობაში დაბრუნება

ახლა კი მოსწყდით წარმოსახვას და რეალობაში დაბრუნდით. შეეცადეთ კონცენტრირება გააკეთოთ რეალურ საგნებსა და ხმებზე.

რამდენად ადვილად გამოგივიდათ წარმოსახვიდან რეალობაში დაბრუნება? სწრაფად გადმოერთეთ თუ წარმოსახვის სურათები კიდევ ტრიალებდა თქვენს თვალწინ და ნელნელა გაქრნენ?




ახლა კი, იხილეთ შედეგები

image

ტესტის ინტერპრეტაცია

ფსიქოლოგები თვლიან, რომ უკაცრიელი შენობა, კიბე და მიწისქვეშეთი ადამიანის ცნობიერში დაკავშირებულია მტკივნეულ მოგონებებთან, მეხსიერებიდან ამოშლილ მოვლენებთან და დიდი ხნის წინ მომხდარ სულიერ ტრავმებთან.

ჭრილობა რომ არ განგვიახლდეს, ამ მოგონებებს ჩვენ ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა ადგილებში ვმარხავთ, მაგრამ წარმოსახვას თუ საჭირო იმპულსს მივცემთ, მივიწყებული ემოციის აღდგენა შეიძლება.


პირველი შეკითხვა

გააანალიზეთ, რამდენად დეტალურად წარმოიდგინეთ შენობა. თუ აზრობრივი სურათი დეტალურია, ეს ნიშნავს, რომ თქვენს წარსულს სულიერი ტრავმა უკავშირდება. ხოლო, თუ წარმოსახვითი სურათი ქაოტური, ეფემერული და ბუნდოვანია, როგორც ჩანს თქვენს წარსულში რაიმე ფსიქოლოგიურ და ძლიერ სულიერ ტრავმას ადგილი არ ჰქონია.

ის მდგომარეობა, როგორშიც წარმოსახული შენობაა, ასევე მნიშვნელოვანია. თუ შენობა ახალია, ე.ი. ის მოვლენა, რომელმაც თქვენს სულიერ მდგომარეობაზე გავლენა იქონია, არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარა, ხოლო თუ შენობა ძველია, სულიერი ტრავმის მიღებიდან დიდი დროა გასული.


მე-2 შეკითხვა

ის, თუ როგორი კიბე წარმოიდგინეთ, თქვენს ახლანდელ დამოკიდებულებას ასახავს წარსულში მომხდარი ფაქტისადმი.

კიბე, რომელიც პირდაპირ ეშვება, მიუთითებს, რომ ჩვენ შინაგანად ვაღიარებთ პრობლემის არსებობას.

მოხვეული კიბე მიუთითებს, რომ ბევრ რამეში წარსულში მომხდარი მოვლენის აზრი ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა სურვილი გვაქვს, რომ გავიგოთ.

თოკის ან გადასატანი, მოძრავი კიბე მიუთითებს, რომ შინაგანად თავს ვიტყუებთ, არ ვაღიარებთ პრობლემის არსებობას, ან მის ნამდვილ არსს ვნიღბავთ.


მე-3 შეკითხვა

საფეხურების რაოდენობა ფსიქოლოგიური ტრავმის სიძლიერეზე მიუთითებს. რაც უფრო მეტი საფეხური აქვს კიბეს, მით უფრო სერიოზულია წარსულში მიღებული სულიერი ტრავმა.


მე-4 შეკითხვა

წარმოდგენილი ხმები იმის გარკვევაში გვეხმარება, თუ რამ გადაგატანინათ ტრავმა უშუალოდ იმ მომენტში, როცა ის მიიღეთ.

ხმამაღალი ტირილი ნიშნავს, რომ საჭირო დროს მხარდაჭერა მიიღეთ და რთული პერიოდი წარმატებით გადალახეთ.

ჩუმი ოხვრა, კვნესა იმაზე მიუთითებს, რომ რთულ მომენტში თქვენ მარტო აღმოჩნდით და იძულებული იყავით პრობლემა მარტოს გადაგელახათ.

ბოროტი, ავისმომასწავებელი სიცილი მიუთითებს, რომ თქვენ თვითონ ( ან სხვების ზეგავლენით) ვერ გაიგეთ ( ან არ გინდოდათ გაგეგოთ) პრობლემის ნამდვილი აზრი და მასშტაბები, გულგრილობის ნიღაბი მოირგეთ და ამან პრობლემის გადაჭრის გზას დაგაშორათ.

წრფელი, მხიარული სიცილი ნიშნავს, რომ პრობლემას იუმორით მიუდექით, მასზე მაღლა დადექით და ადვილად მოაგვარეთ.

უცნობი ხმები მიუთითებს, რომ თქვენ დიდი ალბათობით უარი თქვით გეღიარებინათ მატრავმირებელი გამოცდილების არსებობა. ამაზე შესაძლოა ის დაძაბულობაც მიუთითებდეს, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახლავს თან. ფრთხილად იყავით, რადგან თუ საკუთარ პრობლემას არ აღიარებთ და მასზე არ იმუშავებთ, ამან შესაძლოა თანაგრძნობის უნარი დაგაკარგვინოთ.

ყვირილი მიუთითებს, რომ პრობლემის წარმოშობის მომენტში მისი გადაჭრის გზები გაუცნობიერებლად იქნა გადადებული, ხოლო პრობლემა სულის სიღრმეში გამოკეტილი იმ მომენტამდე, როცა მასთან მიახლოება ტკივილის გარეშე იქნება შესაძლებელი. იქნებ, უკვე დადგა ამის დრო?


მე-5 შეკითხვა

ადამიანი, რომელიც კიბის თავში დგას და გეძახით, ის ადამიანია, ვისაც თქვენ თვლით, რომ მძიმე წუთებში შეგიძლიათ ენდოთ. სწორედ მას შეუძლია სულიერ ტრავმებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ.


მე-6 შეკითხვა

ის, თუ რამდენად მალე და ადვილად დაბრუნდით რეალობაში, იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ახდენს გავლენას წარსულის პრობლემა თქვენს ახლანდელ ცხოვრებაზე.

თუ წარმოსახვა მალე გაქრა ე, ი, წარსულის ტვირთი ძალიან არ გექაჩებათ და არ მოითხოვს სასწრაფო ჩარევას. თუმცა, მათში გარკვევა არ გაწყენდათ, თუნდაც იმიტომ, რომ უკეთესად გავუგოთ საკუთარ თავს და წარსულის შეცდომები აღარ დავუშვათ.

თუ წარმოსახვითი სურათები მალე არ გამქრალან ან პერიოდულად გახსენდებათ, პრობლემა ახლაც გაწვალებთ და გადაჭრას მოითხოვს.ამ შემთხვევაში ზედმეტი არ იქნებოდა, რომ დახმარებისთვის პროფესიონალისთვის, ფსიქოლოგისთვის მიგემართათ.

3
563
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
563
  
2018, 7 ივნისი, 12:55
ძალიან მაგარი ტესტია, კიდევ დადეთ რა ესეთები
2018, 6 ივნისი, 23:25
ძირითადად დაემთხვა
2018, 6 ივნისი, 15:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3