x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81852
  • ვიდეო:333857
  • სურათი:439107
გაინტერესებთ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი კოქტეილები სახლის პირობებში?

imageზაფხულის სეზონის შემობრძანებასთან ერთად დროა გადავერთოთ ჩვენი სახლის კოქტეილის მენიუზე, რომელთა დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.კოქტეილის "ტრადიციების" ყოფილი ამერიკელი გენერალური მენეჯერი ადამ დელანი სტატიაში გვთავაზობს 6 კლასიკური კოქტეილის მომზადების წესს და ინგრედიენტებს, რითაც მან ამერიკული კოქტეილების "შემოქმედის" სახელი დაიმკვიდრა.

original-2012-cocktails-c-champagne-cocktail.jpg

სისხლიანი მერი "Bloody Mary" - არის კოქტეილი, რომელიც არყის, ტომატის წვენის და სხვა სანელებლებისა და არომატის კომბინაციებს მოიცავს, როგორიცაა ნიორი, მწვანილი, ჰერკადები, ნიახური, მარილი, ზეთისხილი. მთავარი ალკოჰოლია არაყი, რომელსაც მაღალ ქიქაში ვამატებთ ტომატს, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს და ყინულის კუბიკებსსათუთად ვურევთ და ასევე ფაქიზად ვამაგრებთ ჭიქაზე ლიმონის ნაჭერს და ზეთისხილს.imageკოქტეილი სახელწოდებით "Harvey Wallbanger" სახელდება ერთ - ერთ ისეთ სასმელად, რომელიც ყოველ დროს იწვევს გაოცებას და განსაკუთრებით სეზონზე, როცა ფორთოხლის ბუმიოა.რეცეპტი ძალიან უბრალოა. არაყი და ფორთოხლის წვენი და კიდევ "спиртного Galliano".ეს კოქტეილი დაიბადა 50 -იან წლებში ბარმენ Duke Antone ხელში და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.imageშამპანურის კოქტეილი, იდეალური საქორწილოდ, გართობისა და სხვა ზაფხულის საღამოებისთვის.ინგრედიენტები: - ყინულის კუბიკები, დაახლოებით 40 გაყინული მოცვი, ციტრუსი ან ნებისმიერი ხილი, 1/2 ლიმონი, 1 ბოთლი ცქრიალა ღვინო, ვისკი.ეს არის ერთ - ერთი ორიგინალური კოქტეილი, რომელიც პირველად 1862 წელს გამოჩნდა და 150 წლის შემდეგაც არ შეცვლილა მისი რეცეპტი. ვერსი ეკუთვნის ჯერი ტომასს.imageკლასიკური მარტინი - ეს არის სასმელი, რომლის მომზადების წესი ყველას აინტერესებს და სრულიად მარტივია.1/3 არაყი, 1 პორცია ალუბლის კონიაკი და 1 პორცია ღვინო.ჩაასხით არაყი, ღვინო და ალუბლის კონიაკი მინის ჭიქაში და შეურიეთ. დაამატეთ ყინულის კუბიკები და ფაქიზად ჭიქას ფორთოხლის ან კიდევ ზეთისხილის ნაჭერი ჩამოაცვით.imageკოქტეილი სახელწოდებით "Mai Tai".ისიამოვნე ამ ზაფხულის ცხელ დღეებში და დალიე ერთი ბოკალი, რომელიც ცხელი ზაფხულის მოგონებებს გაგიჩენთ.ინგრედიენტები: - ტეთრი რომი 30 მლ, შავი რომი 30 მლ, ანანასის წვენი 100 მლ, მანდარინის წვენი 100 მლ, ქოქოსის რძე 70 მლ, ყინული, დაჭრილი ანანასი და ყუნწგაუცლელი ალუბალი მოსართავად.imageდა ბოლოს "Classic Whiskey" კლასიკური ვისკის ინგრედიენტები: - 2 პორცია კარგი ვისკი, 1 პორცია ლიმონის წვენი, 3/4 პორცია ნებისმიერი სიროფი და ალუბალი მოსართავად.საჭიროა ყინულის კუბიკები და მაღალი მინის ჭიქა, რაშიც ვამზადებთ კლასიკურ ვისკს. image

0
64
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0