x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ჩერნობილში მასშტაბური ხანძარია და რადიაციის ფონიც გაზრდილია
image
"ხელისუფლება დუმს! ჩერნობილში ფართომასშტაბიანი ხანძარია! კიევში რადიაციული ფონი გაიზარდა"- ამ ტიპის ინფორმაციები ვრცელდება დღეს კიევში, სოციალურ ქსელებში.

კიევში უკვე პანიკა დაიწყო. მოსახლეობას ურჩვენ არ გახსნან ფანჯრები. ამ დროს კი ხელისუფლება არავითარ გამაფრთხილებელ ინფორმაციებს არ ავრცელებს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოსურათები უზარმაზარი ცეცხლის სვეტებით, რომელიც ვრცელდება ჩერნობილისკენ. მოსახლეობა გრძნობს დამწვრის სუნს, ოფიცილაური ინფორმაციით რადიაციული ფონი ოდნავ გაიზარდა.

სახელმწიფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დილით დაიწყო, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობა ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა. ბალახს ცეცხლი დაახლოებით 10 საათზე წაეკიდა.

ხანძრის ადგილზე, ამჟამად მუშაობს 29 სახანძრო, 126 მაშველი, ორი AN-32P და Mi-8 ვერტმფრენი.


ცნობილია, რომ მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს დილიდან. ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო საჰაერო ძალების ავიაციამ ცეცხლმოდებული ტყის ჩასაქრობად გამოიყენა 80 ათას ტონაზე მეტი წყალი.

ხანძრის ტერიტორია უკვე 10-დან 6 ჰექტარზეა შემცირებულიimage

1
260
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
260
  
2018, 6 ივნისი, 6:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1