x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კანაფი - მსოფლიოს იმედი ანუ რატომაა აუცილებელი მისი ლეგალიზაცია
კანაფი - მსოფლიოს იმედი ანუ რატომაა აუცილებელი მისი ლეგალიზაცია


აქამდე კანაფს მოსახლეობა უყურებდა როგორც მხოლოდ მოსაწევ საშუალებას, მაგრამ მას ძალიან ბევრი სხვა გამოყენებაც აქვს, რომელიც დიდ იმედს იძლევა ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. კანაფი უნიკალური პროდუქტია. აფრიკული კანაფის პლანტაციები, რომელიც კარგად უძლებს სიცხეს, ბევრად უფრო მეტი წარმადობისაა, ვიდრე ტყე, რომელიც დაუნდობლად იჭრება ქაღალდისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმდენად რომ ბოლო 10, 000 წელიწადში განადგურებულია დედამიწის ტყის საფარის 80%, რამაც გლობალური დათბობა შეუქცევად და კატასტროფულ პროცესად აქცია და ისპობა ჟანგბადის ერთადერთი რეალური წყარო პლანეტაზე. რაც მთავარია კანაფის პლნატაციები განახლებადია, თან ძალიან სწრაფად განახლებადი და აქედან გამომდინარე მუდმივი წყარო ცელულოზისა და ბოჭკოსი. კანაფის ზეთი ერთდროულად არის კულინარული და სამკურნალო პროდუქტიც. კანაფის ბოჭკოსგან უამრავი სხვადასხვა გამოყენების საგნების დამზადებაა შესაძლებელი. კანაფის მტვრის და თესლების გადამუშავების შემდეგ მიიღება ძალიან იაფი და ხარისხიანი ანალგეტიკები. ამიტომაც მოჰყავდათ კანაფი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში.


კანაფის მინდვრები ამერიკაში,  კერძოდ კონექტიკუტის შტატში


1) ჰემპეტური (ჰემფკრიტი) - კანაფის ბეტონი - ეს არის სამშენებლო მასალა, რომელიც მზადდება კანაფისგან და მისგან მიიღება ძალიან მდგრადი კედელი. ის არის წყალგამძლე, ცეცხლგამძლე, არ შეიცავს არანაირ მომწამვლელ ნივთიერებებს და არ იკიდებს ობს. ის შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც საიზოლაციო საშუალება, იატაკზე დასაგები საშუალება, კედლის აშენება მისით, შიფერად გამოყენება და ა.შ. ასევე მისი ძალიან მნიშნვნელოვანი თვისებაა ის, რომ ძლებს ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ტრადიციული სამშენებლო საშუალებები. ასევე აქვს ნაკლები ნახშირორჟანგის გამონაჟონი დამზადებისას, ვიდრე ბეტონს.



ჰემფკრიტი - კანაფის ბლოკი


2) სარეცხი საშუალება - ყველა სახეობის კანაფი არის საუკეთესო შემცვლელი ტრადიციული სარეცხი საშუალებებისთვის, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით მზადდება და არაა მთლად სახარბიელო ჯანმრთელობისთვის და მომწამვლელი და მომაკვდინებელია ბუნებისთვის, წყლის ცხოველებისთვის.


სარეცხი საშუალება კანაფისგან


3) ტუალეტის ქაღალდი - 2018 წლის მონაცემებით, როდესაც აშშ-ს მოსახლეობა არის 326 მილიონი ადამიანი, მოიხმარს ყოველწლიურად 36 მილიარდ ტუალეტის ქაღალდის შეკვრას. ხოლო ამ ქაღალდის მხოლოდ გასათეთრებლად, მხოლოდ აშშ-ში წლიურად მოიხმარება 253 ათასი ტონა მათეთრებელი ცვილი. კანაფი კი დამუშავებისას იღებს იმგვარ ფერს, რომ აღარ ხდება საჭირო მათეთრებელი ცვილის გამოყენება და დაიზოგება მილიარდობით დოლარი. ასევე ის ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ხეები, რომლისგანაც დღემდე ამზადებენ ტუალეტის ქაღალდს და ამით უდიდეს დარტყმას აყენებენ ბუნებას.


ტუალეტის ქაღალდი კანაფისგან


4) პლასტიკატი - ტრადიციულად დამზადებული პლასტმასი დამზადებულია ნედლი ნავთობისგან და სჭირდება ასობით წელი, რომ გაიხრწნას და აღარ დააბინძუროს ბუნება. ამ დროს კი კანაფი არის ისეთივე გამძლე და ამავე დროს ბიოდეგრადირებადი ბუნებაში. ის გამოიყენება იმისთვისაც კი რომ დამზადდეს მაღალი ხარისხის სათვალეები, მანქანები. კანაფის პლასტმასი გამოიყენება სამგანზომილებიან პრინტერშიც.


კანაფის პლასტმასი


5) ტანსაცმელი - კანაფისგან მზადდება თითქმის ყველა სახის ტანსაცმელი. ბამბის საწარმოებლად გამოიყენება მსოფლიოში მოხმარებული პესტიციდების 16%. რაც თითქმის მეხუთედია მთელი პლანეტის მომწამვლელ პესტიციდების წილისა. რაც შეეხება კანაფს, მას საერთოდ არ სჭირდება პესტიციდების გამოყენება მოყვანისას, ან ძალიან ცოტა რაოდენობას საჭიროებს. კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ კანაფით დამზადებული ტანსაცმელი ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე ბამბით დამზადებული. არის უფრო ძლიერი, ნაკლებად იხევა და ხანგრძლივად გამოყენებადი. კანაფი რეალურად არის ინდუსტრიული სასოფლო სამეურნეო კულტურა, რომელსაც ძალიან ბევრი გამოყენება აქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი მოყვანა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე არალეგალურია (უკანონოა), რასაც რეალური გამართლება არ გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტს ხელოვნურად აძვირებენ და მსოფლიოც ყოველწლიურად კარგავს ასეულ მილიარდობით დოლარს და დედამიწას აზიანებს დაახლოებით 20%-ით უფრო მეტად, ვიდრე დააბინძურებდა იმ შემთხვევაში, თუ კანაფი ლეგალიზებული იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლისთვის პროგრესი მაინც შეიმჩნევა და უკვე 35-მა შტატმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკანონა ინდუსტრიული კანაფის წარმოება. ეს არის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება და საბოლოოდ დედამიწის ყველა სახელმწიფო უნდა მიჰყვეს ამ ლოგიკურ გზას.


კანაფისგან დამზადებული ქუდები




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


9
1072
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1072
  
2018, 7 ივნისი, 13:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 ივნისი, 13:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 ივნისი, 1:07
კაი ხოოოოოოოოოო აღარ გვინდა გავიგეთ
2018, 6 ივნისი, 23:43
ეს ყოფილა ჩვენი გადამრჩენი და როგორმე ყველგან დავთესოთ,თუ დაგვიჭირეს,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია...ქართველებმა ყველაფერში ზედმეტობა ვიცით.
2018, 6 ივნისი, 15:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 6 ივნისი, 11:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 6 ივნისი, 11:06
ვა ტანსაცმლის იდეა მაგარია. დაძველდება დაჭერი შეაკეთე და წევიდა ხალისობაააა.
2018, 6 ივნისი, 7:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 6 ივნისი, 5:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9