x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ გვსურს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე სააკაშვილი გამოჩნდეს-ვლადიმერ პუტინი

image
"თუ პოზიტიური დასაწყისი არ არსებობს და არც არანაირი შემოთავაზებაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ესა თუ ის პრობლემა, ესა თუ ის საკითხი, მაშინ ადამიანებს ამაზე რეაგირება არ ექნებათ.


როდესაც ადამიანი რაღაც წონას იძენს ამომრჩეველთა თვალში, იგი უკვე ფიგურა ხდება, რომელთანაც უნდა იქონიოს ურთიერთობა, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები. თუკი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ნდობის ფაქტორი 1, 2 ან 3 პროცენტი აქვს, მაშინ რაზე უნდა იყოს აქ საუბარი? მაშინ ინებეთ აგერ სააკაშვილი. რაში გვჭირდება ასეთი მასხარები?

არ გვინდა, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე, თუ მეხუთე სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შემოგვტენონ. არ გვსურს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე სააკაშვილი გამოჩნდეს.

ჩვენ გვჭირდება ადამიანები პოზიტიური დღის წესრიგით და რუსულ პოლიტიკურ სცენაზე არ არიან საჭირო ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰგვანან", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან განაცხადა. აღნიშნული შედარება მან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ საუბრისას გააკეთა.

1
62
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
62
  
2018, 5 ივნისი, 19:33
მართლა რომ არ სურდეს ამ განცხადებას არ გააკეთებდა. ამით პირდაპირ აჩვენა ქართველ ხალხს რომ აი ჩვენი მოსისხლე მტერი პუტინი თუ აძაგებს მიშას, ესეიგი მიშა კარგიაო და ამ განცხადებით ხელს უწყობს პუტინი მიშასისევ მოსვლას. მიშა არის პუტინის კაცი რეალურად. აქამდე იმიტომაც არ მოკლა ამ ახვარმა.
0 1 1