x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დრეზდენში ჩხუბის დროს ქართველი მიგრანტები დაჭრეს
image

გერმანიის ქალაქ დრეზდენში მიგრანტების ბანაკში მომხდარი ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქეები დაჭრეს, ამის შესახებ იუწყება Newsticker.



როგორც გაირკვა ჩხუბის დამწყები იყო ორი ლიბიელი და ერთი 29 წლის ქართველი.გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში 60-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 30 ქართველი.დაპირისპირების შედეგად 47 წლის მამაკაცი მძიმედ დაიჭრა, კიდევ სამი ქართველი ახალგაზრდა მსუბუქად არის დაშავებული.


ინციდენტის შემდეგ პოლიციამ 15 მიგრანტი დააკავა, თუმცა ყველა მათგანი დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლა.


ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი მიგრანტების თემა აქტუალური გახდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ, რომელიც 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა.






0
60
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0