x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები - გაინტერესებთ პირველ ადგილზე ვინ არის?
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა, არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა, მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს.


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.


image




წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.


ვტკბებით კინოს მოყვარულები ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. თუმცა, ისინი ამ შრომისთვის სოლიდურ თანხებს იღებენ.


ამერიკულმა გამომცემლობამ Variety აკინძა სტატია, სადაც ჰოლივუდის ყველაზე მაღალანზღაურებადი ვარსკვლავები არიან. გაინტერესებთ, ყველაზე მეტი ჰონორარის მფლობელების რეიტინგის პირველ ადგილს ვინ იკავებს? (ჩამონათვალს უკუსვლით დავიწყებ)




10. Emily Blunt. (ემილი ბლანტი)image


ჰონორარი: $ 8–10 მილიონი ფილმისთვის "კრუიზი ჯუნგლებში" (2019).


ჰოლივუდში მოხვდა მირანდა პრისლის თანაშემწის როლით ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას". კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ემილიმ შესრულებით, მთავარ როლში მონაწილე ენ ჰეთევეისაც კი აჯობა.







9. Robert Downey Jr. (რობერტ დაუნი უმცროსი.)image


ჰონორარი: $ 10 მილიონი ფილმისთვის "ადამიანი ობობა"- სახლში დაბრუნება (2017)


მას ფილმში მხოლოდ 15 წუთიანი როლი აქვს, თუმცა, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მზად იყვნენ ფილმის შემქმნელები, მისთვის ეს კოლოსალური თანხა გადაეხადათ.







8. Leonardo DiCaprio. (ლეონარდო დიკაპრიო)image


ჰონორარი: $ 10 მილიონი ფილმისთვის "ერთხელ ჰოლივუდში" (2019).


90-იან წლებში, ფილმ "ტიტანიკში" ჯეკის როლის შესრულებისას მან მსოფლიო მოხიბლა და მას შემდეგ, დღემდე, ეჭვი არავის შეჰპარვია მის ნიჭში, ის შეუდარებელია.







7. Sandra Bullock. (სანდრა ბალოკი)image


ჰონორარი: $ 10 მილიონი ანიმაციური ფილმისთვის "Minions" (2015).


ყველაზე ძლიერ სამუშაოდ სანდრას, დრამატულ ფილმში "გრავიტაცია" ქალი ასტრონავტის როლის შესრულება ჩაეთვალა. ერთადერთი ქალი მსახიობია, რომლემაც ერთ წელიწადში მიიღო "ოსკარის" ჯილდო, "ოქროს ჟოლო", საუკეთესო შემსრულებელის ტიტული ფილმში "უხილავი მხარე" და ყველაზე ცუდი შესრულება ფილმში "ყველაფერი სტივის შესახებ".







6. Tom Cruise. (ტომ კრუზი)image


ჰონორარი: $ 11-13 მილიონი ფილმისთვის "მუმია" (2017).


"შორს", "ფართოდ დახუჭული თვალები", "ვანილის ცა", "უკანასკნელი სამურაი", "წვიმის კაცი"- ეს ის ფილმებია ტომის მონაწილეობით, რომელთა დავიწყება მაყურებელმა ვერ შეძლო.







5. Jennifer Lawrence. (ჯენიფერ ლოურენსი)image


ჰონორარი: : $ 15 მილიონი ფილმისთვის "წითელი ბეღურა" (2018)


პროფესიული აღიარება ლოურენსს მოუტანა ფილმმა "ჩემი მეგობარი ფსიქოპატია". თუმცა, ის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ფილმებით "ადამიანი X" და "შიმშილის თამაშები".







4. Anne Hathaway. (ენ ჰეთევეი)image


ჰონორარი: $ 15 მილიონი ფილმისთვის "Barbie" (2020)


ვინმე დაიჯერებს, რომ ენი კათოლიკური, მკაცრი წესებით იზრდებოდა ბავშვობიდან და მისი მოანაზვნად აღკვეცა იყო გადაწყვეტილი? მას, თავისი გარეგნობის გამო რცხვენოდა და ხშირად დეპრესიაში ვარდებოდა. თუმცა, სკოლის სპეციალური გუნდების წყალობით, მის სამსახიობო კარიერას ჩაეყარა საფუძველი.







3. Vin Diesel. (ვინ დიზელი)image


ჰონორარი: $ 20 მილიონი ფილმისთვის "ფორსაჟი-8" (2017)


პირველად ის, როგორც ნიჭიერი მსახიობი, ფილმში "The Hobo" შენიშნეს, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ფორსაჟმა მოუტანა.







2. Dwayne Johnson. (დუეინ ჯონსონი)image


ჰონორარი: $ 22 მილიონი ფილმისთვის "წითელი მუქარა" (2020)


დუეინი კინოში 29 წლის ასაკში მივიდა და პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში "მორიელების მეფე", რაშიც მას 5, 5 მილიონი $ გადაუხადეს. გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერა, რადგან ეს იყო ყველაზე დიდი საფასური პირველი მნიშვნელოვანი როლისთვის.







1. Daniel Craig. (დენიელ კრეიგი)image


ჰონორარი: $ 25 მილიონი ფილმისთვის "ბონდი -25" (2019).


დენიელი ის მსახიობია, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის, ყველაზე დიდი ჰონორარით დაიკვეხნის. ის საზოგადოებამ 2001 წელს, ფილმიდან "ლარა კროფტი" გაიცნო. პოპულარობა ლურჯთვალა მსახიობს კი "ბონდმა" მოუტანა.




იხილეთ აგრეთვე:



საიდუმლო ხრიკები ფილმებში, რომლებზეც, არცერთი თქვენგანი არ დაფიქრებულაimage





საკულტო როლები, რომლებიც სულ სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათimage





12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაშიimage





როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვესimage





კადრები ფილმებიდან, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა "დააპაუზა"image





მსახიობები, რომლებიც კინოს გადაღების დროს "როლიდან" გააგდესimage





10 ფილმი, რომელიც რეალურიაimage





ყველაზე "მახინჯი" ვარსკვლავი მამაკაცები, რომელთაც "ვაღმერთებთ"image





ყველაზე საუკეთესო წყვილები კინოს ისტორიაშიimage





10 ფილმი, რომელთაც მაყურებლის გრძნობები "შეურაცხყეს"image






10 ფილმი, რომლებმაც მამაკაცებიც კი ცხარედ ატირაimage





9 უსაშინლესი ტრაგედია ფილმის გადაღების დროსimage




0
268
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0