x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართველმა ემიგრანტებმა ზაზა სარალიძისადმი მხარდასაჭერი აქცია გამართეს
image



ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ბოლო დროინდელმა პროცესებმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ! ზაზა სარალიძისადმი მხარდასაჭერ აქციებს სხვადასხვა ევროპის ქალაქებში მართავენ ქართველი ემიგრანტები.

3 ივნისს გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართველმა ემიგრანტებმა ზაზა სარალიძისადმი მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქცია იყო აპოლიტიკური ხასიათის და ემსახურებოდა სოლიდარობის გამოხატვას დაზარალებული ოჯახის მიმართ. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა იყო სამართლის აღსრულება დამნაშავეების დასჯა. მათი თქმით უარი უნდა ეთქვას შერჩევით სამართალს.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის პირველ დეკემბერს, 51-ე სკოლის მე-9 და მე-11 კლასელებს შორის, სკოლის საპირფარეშოში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ხორავას ქუჩაზე, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაგრძელდა, სადაც არასრულწლოვნების შორის არსებული კონფლიქტი ორი ბავშვის მკვლელობით დასრულდა.


image

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ლავრენტი კვარაცხელია
ლავრენტი კვარაცხელია
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0