x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
2018 წლის ზაფხულის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის
image


ზაფხული. ეს ხომ სანაპიროზე მზის ჩასვლის, ვარსკვლავების ქვეშ გატარებული თბილი ღამეების, მეგობრებთან ერთად სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების და შეყვარების დროა. თითქოს ზაფხულში ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი, რაც ცხოვრებას ცვლის.


წელს ზაფხული, ჰოროსკოპის მიხედვით, 21 ივნისს იწყება და 22 სექტემბრამდე გრძელდება. მოინიშნეთ ეს თარიღი თქვენს კალენდარში და გაეცანით თქვენი ნიშნის ზაფხულის ჰოროსკოპს.








ვერძი


ზაფხულის დასაწყისში ოჯახის საქმეებისთვის მოგიწევთ ყურადღების მიქცევა. თავს ისე იგრძნობთ, თითქოს მთავარი ურთიერთობები უკეთესობისკენ წავიდა ერთმანეთის გაგებისა და სიყვარულის წყალობით. თუმცა, შეიძლება კონფლიქტიც მოგივიდეთ ბუნდოვანი საკითხების სინათლეზე გამოსვლის გამო.



ზაფხულის განვითარებასთან ერთად დადებით ემოციებს იგრძნობთ. შეგიძლიათ, გარისკოთ და სამოგზაუროდაც წახვიდეთ, მიიღოთ ცხოვრების გამოწვევა.


უკანასკნელი რამდენიმე კვირის დათმობა პირადი ჯანმრთელობისთვის და სამსახურის საქმეებისთვის მოგიწევთ. ეს იქნება დრო, როცა ისევ ორგანიზებული და სერიოზული უნდა გახდეთ.

image








კურო


ზაფხულის დასაწყისში ორიენტირებული იქნებით საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე, ფიქრებთან კომუნიკაციასა და საყვარელი ადამიანების სურვილებზე. ეს ყველაფერი ერთგვარი გამოწვევაც იქნება, მაგრამ ასევე უფრო დაგაახლოვებთ საკუთარ თავთან.


ამ პერიოდში რაღაც ძალა შთაგაგონებთ, დაახლოვდეთ ოჯახთან, გაატაროთ დრო მათთან და მეტი იფიქროთ თქვენს იდენტობაზეც.


მართალია, პირველი თვეები უფრო პირად შეგრძნებებს ეთმობა, მაგრამ ბოლო კვირებში საპირისპირო ხდება. ზაფხულის დასასრულს სპონტანურ გამოცოცხლებას და უდარდელ აღმაფრენას იგრძნობთ, რაც დამახასიათებელიცაა ამ სეზონისთვის.

image








ტყუპები


ზაფხულის დასაწყისში გექნებათ სურვილი, გამოიმუშავოთ მეტი ფული და განვითარდეთ კარიერაში. შეიძლება, შეგემთხვეთ ისეთი რამ, რაც გაიძულებთ, თავიდან გადახედოთ თქვენს მატერიალურ ღირებულებებს და შეცვალოთ მოქმედება.


სეზონის მთავარი თემა იქნება კომუნიკაცია, ახალი რაღაცების სწავლა და იდეების გაცვლა. გექნებათ საშუალება, გამოხატოთ საკუთარი აზრები და იდისკუსიოთ.


ზაფხულის ბოლოს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ დაუბრუნდეთ ოჯახს, დრო გაატაროთ მათთან და დაისვენოთ სახლში. სიამოვნებას მოგანიჭებთ იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ.

image








კირჩხიბი


ზაფხულის დასაწყისი ახალ დასაწყისს ნიშნავს თქვენთვის. შთაგონებას გრძნობთ და გეუფლებათ განცდა, რომ ყველა თქვენი მიზნის მიღწევას შეძლებთ. თუმცა, შეიძლება თქვენი აზრი საკუთარ თავზე გამოწვევა იყოს და ხელახლა დაფიქრება მოგიწიოთ იმაზე, თუ რა ტიპის ადამიანი ხართ.


ეს ყველაფერი შეგიქმნით განწყობას, დაიცვათ თქვენი კარიერა და სიმდიდრე. საკუთარ თავს მოსთხოვთ, იმუშაოთ საკმარისად კარგად, აირჩიოთ სწორი კარიერა, იყოთ გონიერი ფულთან მიმართებაში.


სეზონის დასასრულისთვის საკუთარი აზრებისა და რწმენის გამოსახატავად კარიერას გამოიყენებთ. ასევე იგრძნობთ, რომ სწავლისა და მუშაობის ის გზა გაქვთ არჩეული, რაც წარმატების მიღწევასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ.

image








ლომი


ზაფხულის დასაწყისში სულიერებისკენ გაგიწევთ გული, თქვენი სული სისუფთავეს, მედიტაციას და რეალიზაციას მოითხოვს. თუმცა, მოგზაურობა სიმშვიდესა და ჰარმონიაში ყოველთვის მარტივი არ იქნება, ხომ გესმით.


ზაფხულის შუა ნაწილში თავდაჯერებულობაზე ორიენტირდებით, რაც თქვენთვის ერთ-ერთ პირველ ადგილზე იქნება. შეიძლება იფიქროთ, რომ სამყარო თქვენს სურვილებთან წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა, აუცილებელია, სიმშვიდე და სტაბილურობა შეინარჩუნოთ.


ზაფხულის ბოლოსთვის ეს თავდაჯერებულობა კარიერაში გაგიწევთ მეგზურობას. გექნებათ ინსპირაცია, რომ გააკეთოთ სერიოზული საქმე.

image








ქალწული


ზაფხულის დასაწყისში მიგიზიდავთ ხალხის ბრბოსთან და მეგობრებთან ურთიერთობა და გექნებათ ერთიანი საზოგადოების განცდა. შეიძლება პრობლემები გქონდეთ, არეულობის საშუალებით კი სწორედ ამ დროს აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად თქვენ გვერდით არიან.


ამის შემდეგ სულიერებაზე გადაერთვებით და ყურადღებას პირად მოთხოვნილებებზე გაამახვილებთ. არსებობს დიდი შანსი, რომ ზაფხულის შუა პერიოდში გააცნობიერებთ, სინამდვილეში რისი გაკეთება გსურთ ცხოვრებაში.


ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი და მოგემატებათ თავდაჯერებულობის გრძნობა. ამ ზაფხულის შედარება დიდ აფეთქებასთან შეიძლება, რომლის მიზეზიც თქვენ იქნებით.

image








სასწორი


ზაფხულის დასაწყისში განვითარებული მოვლენები თქვენს საჯარო იმიჯზე იმოქმედებს. შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ იმას ვერ იღებთ, რასაც იმსახურებთ ან თქვენი ტალანტი შეუმჩნეველი რჩება. ეს შიში გიბიძგებთ, უფრო მეტი იმუშაოთ.


ზაფხულის განვითარებასთან ერთად თავს სოციალურ საქმიანობაში ჩართულად იგრძნობთ, გექნებათ სურვილი, დაესწროთ ამ პერიოდში მიმდინარე ყველა ღონისძიებას. უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და შეიძინოთ ახალი მეგობრები!


ზაფხულის ბოლოსთვის იგრძნობთ, თითქოს ენერგია მოგემატათ, სული განგიმტკიცდათ, ქვეცნობიერის საკითხებში ღრმად ჩახვედით. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ბევრ კითხვას პასუხს სწორედ თქვენი ინტუიცია გასცემს.

image








მორიელი


ძალიან გენდომებათ ამ ზაფხულს მოგზაურობაში წასვლა. გექნებათ ინსპირაცია და მოგინდებათ ფრთების გაშლა, ჰორიზონტის გაფართოება და ახალი თავგადასავლები. მოგზაურობა ადვილი არ იქნება, მაგრამ ძალიან ბევრს ისწავლით მისგან.


როცა რეალობას დაუბრუნდებით, გექნებათ შთაგონება, დაიმკვიდროთ სახელი, დაძლიოთ სიზარმაცე და ბევრს მიაღწიოთ კარიერაში.


ზაფხულის ბოლოსთვის მოსალოდნელია, შეუერთდეთ ხალხის ჯგუფს ან მეგობრებს, რომლებსაც თქვენს გამოცდილებასა და მიღწევებს გაუზიარებთ.

image









მშვილდოსანი


ეს ზაფხული დიდ ტრანსფორმაციულ გამოცდილებას მოგიტანთ! ეს მტკივნეული, რთული, ეიფორიული და თვალების ახელის პერიოდი იქნება. საკუთარი თავის ფერფლიდან აღსდგებით სრულიად ახალი ადამიანი, როგორც ფენიქსი. ასევე თავს წარმოუდგენლად სექსუალურად იგრძნობთ!


თავგადასავლებს საკუთარი თავის ახალი ვერსიით შეუდგებით. ახალი რაღაცების სწავლით, ახალი საქმიანობის ცდით, მოგზაურობით, ფილოსოფიური საუბრებით, საკუთარ თავს უფრო დაუახლოვდებით.


ზაფხულის დასასრულისთვის თქვენს თავს კარიერაში დაინახავთ და გექნებათ სრული წარმოდგენა იმაზე, თუ რა გააკეთეთ და რას გააკეთებთ.

image








თხის რქა


ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ბევრი შფოთვა (ან დრამა) გამოგიცდიათ ზაფხულის დასაწყისში. შეიძლება ახალი ურთიერთობა დაგიწყიათ ან შეყვარებულს დაშორებიხართ, ან ახალი საქმიანობის მიმართ გიგრძვნიათ სწრაფვა. შფოთვა შეიძლება თქვენს საუკეთესო მეგობრებთან ურთიერთობაზეც აისახოს.


ზაფხულის მიმდინარეობისას იგრძნობთ "შინაგან აღორძინებას". თქვენი სლოგანი იქნება: "შორს ყველაფერი ძველისგან, ვცადოთ ახალი"! შეიძლება, ეს რთულიც იყოს, მაგრამ ღირს, რადგან საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტს დაუახლოვდებით.


ზაფხულის ბოლოსთვის შეიძლება დიდ მოგზაურობას გეგმავდეთ, რადგან ამ დროისთვის ახალი გამოცდილების მიღების წყურვილი არ მოგასვენებთ. წადით! გააკეთეთ რაღაც ახალი და გამოდით კომფორტის ზონიდან!

image








მერწყული


გექნებათ ინსპირაცია, ფორმაში მოხვიდეთ, ბევრი იმუშაოთ, იყოთ პროდუქტიული და დაალაგოთ თქვენი პრიორიტეტები ზაფხულის დასაწყისშივე. თქვენ გარშემო ყველა ფულს ხარჯავს და ერთობა, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ამის შეგრძნება. გგონიათ, რომ ყველანაირ გართობას გამოტოვებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზაფხული სულ ახლახან დაიწყო.


ზაფხულის განვითარებასთან ერთად საკუთარი თავი შესაძლოა რომანტიკულ ურთიერთობაში გახვეული ან მეგობართან ძალიან დაახლოებული აღმოაჩინოთ. თუმცა, რომანტიკის მიუხედავად, აუცილებლად შეგხვდებათ სირთულეც. კარგი იქნება, თუ კონფლიქტების მოგვარებას სიყვარულით ეცდებით.


სეზონის ბოლოს აღმოაჩენთ, რომ ბევრი მხრივ ხართ შეცვლილი. შეიძლება ახლა არ იცოდეთ, ზუსტად როგორი ადამიანი ხართ, მაგრამ მერე რა, საბოლოოდ ხომ ამასაც გაიგებთ.

image







თევზები


ზაფხულს სახეზე ფართო ღიმილით შეხვდებით. გენდომებათ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ და კარგი დრო გაატაროთ. თუმცა, შესაძლებელია, თქვენს ქმედებებზე სერიოზული პასუხისმგებლობები დაგეკისროთ ან გართობა ძალიან შორს წაგივიდეთ. ფრთხილად იყავით და გონებას მოუხმეთ!


საბოლოოდ, სტაბილურობა მოგენატრებათ. მოგინდებათ, კარგად იმუშაოთ, პირადი ცხოვრება მოაწესრიგოთ და უფრო ჯანრმთელი ადამიანი გახდეთ. გადაწყვეტთ, მავნებელ ჩვევებს თავი დაანებოთ.


ზაფხულის დასასრულისთვის შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გქონდეთ ადამიანთან, რომელიც ბევრს ნიშნავდა თქვენთვის, შეიძლება ეს იყოს მეგობარი ან ძველი შეყვარებული. კარგი დროა ურთიერთობის თავიდან დასაწყებად ან უკვე არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ყველაზე კარგად შეთავსებადი ასტროლოგიური წყვილები

image



2. როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

image



3. Top 3 ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი

image



0
471
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0