x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინული მუსიკალური პროექტის “იქს - ფაქტორის” შემდეგი ეტაპი იწყება

image

საკმაოდ ცნობილი და ძალიან ყურებადი ტელეპროექტი “იქს - ფაქტორი” ახალ ეტაპზე გადადის და დაძაბული ორი საკმაის შემდეგ, ლაივ-კონცერტები იწყება. ლაივ-კონცერტები ორშაბათიდან მომზადდება მაყურებლისთვის დაპროექტის 10 მონაწილე ცოცხალ მუსიკას შესაბამის ქორეოგრაფიულ ნომერთან ერთად ფილარმონიის დიდ სცენაზე შეასრულებს.


უნდა აღინიშნოს, რომ ორი სკამის დრამატული და ემოციური ტური საკმაოდ დიდი წარმატებით დასრულდა. ბოლო გადაცემას ქართულ ტელესივრცეში განსაკუთრებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამ პროცესის განმავლობაში, მენტორებმა საკუთარი გუნდების ფორმირება დაასრულეს და მონაწილეებთან ერთად მზადა რიან ლაივ-კონცერტებისთვის.


ბოლო გადაცემაში აქამდე უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა და მეხუთე მენტორი- ანრიჯოხაძე გამოჩნდა, რომელიც ყველა თაობისთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი შემსრულებელია. ანრის გამოჩენით პროექტში, იმ მონაწილეებს, რომლებიც სხვა მენტორების ფინალურ გუნდებში არ აღმოჩნდნენ განსაკუთრებული საშუალება მიეცათ, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ. ახალმა მენტორმა არჩევანი გოგოებისა და ბიჭების კატეგორიაზე შეაჩერა და იმ 4 გუნდის პარალელურად, კიდევ 2 მონაწილეს მისცა კუნკურსში დარჩენის შანსი.



ამ დროისათვის გუნდების გადანაწილება ასეთია:


  • სტეფანეს ბიჭების გუნდში არიან: გიორგი ფუტკარაძე და ალექს კიკვიძე
  • ნანიკოს 17 წლამდე ასაკის მონაწილეების გუნდში არიან: ლიკუნათუთისანი და მარიამშენგელია
  • თამთას გოგონების გუნდის წევრები არიან: თამთა ხუხუნაიშვილი და ია ტომაში
  • დათო მენტორობს: გორის გოგონათა გუნდსი და Funky House-ს
  • ანრის გუნდში არიან: ანრიგუჩმანიძე და თამუნაგიორგაძე.
პროექტი მაყურებელს კიდევ ერთ სურპირზს სთავაზობს, გაიზარდა წამყვანების რაოდენობა და ვანიკოსა და რუსკასთან ერთად სხვა სელებრითებიც გაუძღვებიან მაშტაბურ შოუს. მათ შორისაა ორიგინალური გია ჯაჯანიძე, უჩვეულო სტილითა და წაყვანის მანერით. ასევე ყველასათვის საყვარელი ტელესახე დუტა სხირტლაძე, ძალიან ნიჭიერი გიგო შიუკაშვილი, ულამაზესი ლიკა ქორიქია და ენერგიული ვახო “ბახუტასშოუდან”.

უყურეთ ორშაბათს, 22:00 სთ-ზე, „იმედისეთერში“X ფაქტორისპირველ ლაივ კონცერტს.

1
13
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
13
  
2018, 4 ივნისი, 12:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1