x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ეს ყოველდღიური ფოტოები სსრკ-ში აკრძალული იყო - იცით რატომ?
image

ТРИВА — ეს არის ფოტოგრაფთა ჯგუფი რომელშიც შედიოდნენ ვლადიმირ ვორობიოვი, ვლადიმირ სოკოლაევი და ალექსანდრე ტროფიმოვი. ისინი 70-80-იან წლებში მოღვაწეობდნენ კუზნეცკის მეტალურგიულ კომბინატში. თუმცა ქარხნის ქრონიკებს მათ ნამუშევრებში ყველაზე ნაკლები ადგილი უჭირავს. ერთხელ სამუშაოდან გააგდეს კიდეც სოციალისტური ცხოვრების წესის შებღალვისთვის. მათ არქივის ნაწილის განადგურება მოუწიათ და იძულებული გახდნენ თავისუფალი ფოტოგრაფები გამხდარიყვნენ.


"ჩვენ ვიღებდით ფოტოაპარატს და უმისამართოდ გავდიოდით ქუჩაში, ამას "თავისუფალ ნადირობას" ვეძახდით და არანაირი საბოლოო მიზანი არ გვქონდა. მხოლოდ ასეთ რეჟიმში მუშაობის შემდეგ მოგვქონდა მასალით სავსე ფირი", - ყვება ვლადიმირ სოკოლაევი.


"ჯოკონდა მბურღავთა პროფესიულ კონკურსზე". ნოვოკუზნეცკი, სოფ. ელანი.


image


ТРИВА-ს წევრების ნამუშევრების დიდი ნაწილი წარმოადგენს ნოვოკუზნეცკის ყოვლდღიური ცხოვრების ამსახველ სცენებს.


პრინციპი, რომლის მიხედვითაც იღებდნენ ТРИВА-ს ფოტოგრაფები იყო რეტუშსა და გადაღებული მასალის კადრირებაზე უარის თქმა. რაც მთავარია - დადგმული კადრების სრული უარყოფა. ყველაფერი, რაც კადრში ხდება, ხდება სინამდვილეში; ფოტოგრაფი არასოდეს მიუთითებს პერსონაჟებს როგორ მოიქცნენ, რათა სურათზე ასახული უფრო ფოტოგენური გამოვიდეს და არ სთხოვს გაიმეორონ ესა თუ ის მოქმედება.


"ახალგაზრდა მამა მეგობართან ერთად №1 სამშობიარო სახლთან", ნოვოკუზნეცკი, 1980 წ.

image


ამგვარი ჩაურევლობის პრინციპი უცხო იყო ოფიციალური საბჭოთა ფოტოგრაფიისთვის, რომელშიც ხშირად ცნობილი ისტორიული ფოტოებიც კი (მაგ. "გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე") კამერის წინ დადგმული იყო. "სსრკ–სი საგაზეთო ფოტოგრაფიის 90%-ს კინოს მსგავსად იღებდნენ, რეკვიზიტების შეგროვებით დაწყებული, - ამბობს კურატორი ევგენი ივანოვი. - გმირი ტრაქტორისტის გადაღება იყო საჭირო? გამოვუცვლით ტანსაცმელს და დავაყენებთ არა იმ ტრაქტორთან, რომელზეც რეალურად მუშაობს, არამედ სულ ახალთან. ფოტოგრაფისგან მოითხოვებოდა არა რეალური ცხოვრების აღბეჭდვა, არამედ ისეთის, როგორიც უნდა ყოფილიყო - იდეოლოგიური მიზნებით რედაქტირებულის."


დადგმაზე უარის თქმა და ცხოვრების ისეთად გადაღება, როგორიც იყო, მათ შორის მძიმე პირობებშიც (მაგ. ქარხნის ცეხებში), ТРИВА-ს ფოტოგრაფებმა შეძლეს იმის წყალობითაც, რომ 70-80-იან წლების მიჯნაზე იაპონური "კენონები" და გერმანული "ლეიკები" გაუჩნდათ. ვლადიმირ სოკოლაევი ყვება, რომ "ზენიტითა" და სხვა საბჭოთა კამერებით ბევრი რამის გადაღება ვერ მოხერხდებოდა. "კენონის" შეძენა ჯგუფისთვის გადამტეხი მომენტი გახდა.


"დედობის შეგრძნება". სამშობიარო №1. ნოვოკუზნეცკი, 29.06.1981.

image

რეალობის შელამაზებაზე საერთოდ უარის თქმამ ТРИВА-ს არსებობის შეწყვეტა გამოიწვია. ჯგუფმა, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა 1981 წელს, მოასწრო მონაწილეობა მიეღო 19 გამოფენაში (მათ შორის საზღვარგარეთაც), მაგრამ 1982 წლის დასაწყისში პარტიულმა ჩინოვნიკებმა და КГБ-მ ТРИВА-ს სტილისტიკაში სოციალისტური ცხოვრების შებღალვის ნიშნები შენიშნეს.


"პელმენები ნათესავებთან". კრასნოსლობოდსკი, 1982 წ.
image



ზამთრის პალტოს შეძენა, უნივერმაღი, ნოვოკუზნეცკი, 1981 წ.

image



მინის ბოთლების ჩამბარებლები, ნომოკუზნეცკი, 1982 წ.

image



ექიმი რეგისტრატურის ფანჯარაში, გორნო-ალტაისკი, 1990 წ.

image



ძმები. ნოვოკუზნეცკი, კუზბასი. ციმბირი. 9.04.1985 წ.
image


"ქალთა გუნდი. სიმღერის საქალაქო დღესასწაული თეატრალურ მოედანზე". 3.06.1979 წ.
image



"მშობლის დღე პიონერთა ბანაკში". ზენკოვო, პროკოპიევსკი. 14.07.1985 წ.
image



"ქორწილი სოფელ ელიკაევოში". კუზბასი. 1979 წ.
image



"გვერდით ჩავლილი ბედნიერება", ნოვოკუზნეცკი, 1 მაისი, 1983 წ.
image



"თოვლი კოქსის ბატარეებზე", 27 ნოემბერი, 1979 წ.
image



"მასლენიცის" დღესასწაული მაღაროელებთან", ნოვოკუზნეცკი, 1984 წ.
image



"ყინულის გალღობა სტადიონზე "მეტალურგი", ნოვოკუზნეცკი, 11 თებერვალი, 1984 წ.

image



"ახალშობილის საზეიმო რეგისტრაცია", 1 ოქტომბერი, 1983 წ.

image



"Горпромторга-ის შეჯიბრი საწარმოო ტანვარჯიშში", სკოლა № 62, ნოვოკუზნეცკი, ციმბირი. 10 აპრილი, 1983 წ.

image


"ელექტრიკოსი კოკსის ბატარეაზე", ონვოკუზნეცკი, 1980 წ.

image

ეს ფოტო ოდნავ აბსურულად და სიურეალისტურად ჩაფიქრებული შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. მასზე აღბეჭდილია ოსტატი, რომელიც კოკსის ქარხანაში საათის შესაკეთებლად მივიდა, მაგრამ კოკსის ბატარეა დროდადრო გამოყოფს გაზს, რომლითაც ადამიანი თვრება. მთვრალი ოსტატი გამოვიდა ქუჩაში, რათა გონს მოსულიყო სუფთა ჰაერზე, - სწორედ ამ დროს შემთხვევით ჩაიარა ფოტოგრაფმა ვლადიმირ ვორობიოვმა და გადაიღო.


"ქათმის გაპუტვა"


image



"სამშობიაროს დერეფანი. კეფირი მშობიარობის შემდეგ", 1-ლი კლინიკური სამშობიარო, ოვოკუზნეცკი, ციმბირი 29 ივნისი, 1981 წ.

image



"წიგნის მაღაზია. ბუკინისტური ლიტერატურის განყოფილება", ნოვოკუზნეცკი, 21 იანვარი, 1983 წ.

image


"გვირგვინი ძაღლისთვის". სკოლაში მისულ ბავშვებს დახვდათ ძაღლი და გადაწყვიტეს ყვავილებით მოერთოთ.


image

"ლახტით თამაში", 9 მაისი, 1985 წ.

image



"მარტო აბაზანაში", სანამ მშრალ ტანსაცმელს აცმევენ ერთ ბავშვს, მეორე თავის რიგს აბაზანაში ელოდება. ბავშვთა სახლი № 2. ნოვოკუზნეცკი, 29 მაისი, 1981 წ.
image



"სიგრეტის მოწევა გაზის ბალონზე", სინამდვილეში ჟანგბადის ბალონზე, რაც ნაკლებად სახიფათო არ არის.
image



"ადამიანები რიგში", ნოვოკუზნეცკი, 1982 წ.

image



"ქალი წვნიანის გასაკეთებლად ემზადება", ნოვოკუზნეცკი, 1984 წ.

image



"უკანასკნელი ვაგონის მგზავრი", ნოვოკუზნეცკი, 1983 წ.

image



"სპორტსმენები, რომლებიც მორებს ისვრიან". ნოვოკუზნეცკი, 28.06.1987 წ.
image



"კომპარტიის გენერალური მდივნის, იური ანდროპოვის დაკრძალვა, ЗСГУ-ს სააქტო დარბაზი". ნოვკუზნეცკი.

image



"ორჯონიკიძის რაიონის ახალმოსახლეობა". ნოვოკუზნეცკი, 1984 წ.

image
imageimageimage



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ნახატები, რომელთა გამოც ავტორი სამშობლოდან გააძევეს - საოცრად დამაფიქრებელი ილუსტრაციები!image


2. როგორ აყალბებდნენ სსრკ-ში ისტორიულ ფოტოებს - რატომ ქრებოდნენ ადამიანები სურათებიდან...image


3. დააკვირდით ნახატებს! - ის, რაზეც უბრალოდ არ ვლაპარაკობთ...image

4. პიკანტური ფოტოპროექტი, რომელმაც ბევრი აღაშფოთა - რა ხდება სოციალურ ქსელში ფოტოს განთავსებისასimage


5. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორიაimage


6. რა იმალება საუკეთესო ფოტოების მიღმა - ის, რაც ყველასთვის მოულოდნელიაimage


7. საიდან მოდის მუსიკალური ნოტების სახელწოდებები - ეს ბევრმა არ იცის!image

0
884
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
884
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0