x
image
natia.a
როგორ მოვიქცეთ კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენის დროს - არ დაუშვათ შეცდომა!
image

ზაფხულში განსაკუთრებით იმატებს მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები. კოღოს, კრაზანისა თუ სხვა მწერის ნაკბენი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა სახიფათო. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა პირველადი დახმარება უნდა გავუწიოთ მწერის ნაკბენის დროს.


image

კოღოს ნაკბენი არც ისე უვნებელია, როგორც ბევრს ჰქონია. უსიამოვნო შედეგების რისკი ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია. კბენის თავიდან ასაცილებლად, ცხადია უმჯობესია გამოვიყენოთ კოღოსა თუ მოსკიტების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფუმიგატორები, რეპელენტები და მოსკიტების საწინააღმდეგო ბადეები. თუმცა 100%-იანი დაცვის გარანტიას არც ეს იძლევა. ამიტომ, თუ მწერმა მაინც უკბინა თქვენს პატარას, აუცილებელია ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ.



image

კოღოს ნაკბენის შემთხვევაში, დაიტანეთ ნაკბენ ადგილზე სპეციალური გელი, რომელიც ქავილს მოგიხსნით, ინფექციის შეღწევას თავიდან აგარიდებთ და დაგეხმარებათ ჭრილობის მოშუშებაში (მაგალითად, კალამინის ხსნარი, ცინდოლი ან ფენისტილ გელი). თუ ასეთი პრეპარატი არ გაქვთ, შეიძლება უბრალოდ რაიმე ცივი დაიდოთ ნაკბენზე. ეს ქავილს შეგიმცირებთ. ამასთან, ყოველ 40 წუთში ნაკბენზე დაიდეთ სოდის ფაფა. ინფექციისგან დაცვისათვის რეკომენდებულია ასევე ნაკბენზე ბრილიანტის მწვანე წაუსვათ.


ქინქლის ნაკბენის შემთხვევაშიც პრატიკულად იგივენაირად უნდა მოვიქცეთ. მთავარია ბავშვს არ მივცეთ საშუალება ქავილით გაიღიზიანოს ნაკბენი, რადაგან ამან შეიძლება დაამძიმოს მდგომარეობა და შხამის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

ჭიანჭველის ნაკბენის შემთხვევაში, ბავშვს რამდენიმე დღე უნდა დააკვირდეთ. ბევრ ადამიანს ჭიანჭველის შხამის მიმართ აუტანლობა გარკვეული დროის შემდეგ უვლინდება. პირველადი დახმარება ჭიანჭველის ნაკბენის დროს პრაქტიკულად იგივეა, რაც კოღოსა თუ ქინქლის შემთხვევაში.


გაითვალისწინეთ, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქავილი ძალიან ძლიერია და ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. თუ ნაკბენის დაჩირქება დაიწყო, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ.


კრაზანისა და ფუტკრის ნაკბენი გაცილებით სახიფათო შეიძლება იყოს, განსაკუთრებით ბავშვისთვის.
პირველ რიგში აუცილებელია ფრთხილად ამოვიღოთ ნესტარი პინცეტის საშუალებით ან დანის გახახუნებით. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ მისი თითებით ამოღება, რადგან ამან შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს.


image


მობანეთ ნაკბენი ადგილი საპნით ინფექციის თავიდან ასაცილებლად. არ მისცეთ ბავშვს საშუალება მოიქავოს ან ფრჩხილით გაიკაწროს ნაკბენი. თუ ნაკბენის ადგილი შეშუპებას დაიწყებს, დაადეთ მას ცივი საფენები. მიეცით ბავშვს ანტიჰისტამინური პრეპარატი, რათა შემცირდეს ალერგიული რეაქცია.


image

დაუყოვნებლივ წაიყვანეთ ბავშვი საავადმყოფოში, თუ შეატყობთ, რომ მწერის ნაკბენის შემდეგ ბავშვს შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე აღენიშნება:


- შეშუპება ნაკბენის ადგილზე;

- მკვეთრი გამონაყარი, რომელიც არა მხოლოდ ნაკბენ, არამედ სხვა ადგილებშიც შეიძლება გაჩნდეს;

- თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;

- გულისრევა;

- ტკივილი მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება.


იმ შემთხვევაში, თუ კბენა მოხდა ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ან პირის ღრუში, ან თუ თქვენი პატარა 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა ხდება, როცა დასაძინებლად სველი თმით ვწვებით - ეს ბევრმა არ იცის!image


2. ალბინოსთა შემზარავი ხვედრი - ვინ არიან ისინი და რატომ ნადირობენ მათზეimage


3. რა განსხვავებაა თხევად და მყარ საპონს შორის და რომელია უფრო საზიანო? - გაითვალისწინეთ!image


4. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებისას არ ჩაიდონოთ ეს საბედისწერო შეცდომა! - ეს ბევრმა არ იცის!image


5. წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები გვაფრთხილებენ!image


6. 4 სიმპტომი იმისა, რომ ადამიანს ინსულტი უახლოვდება - ამით შეიძლება სიცოცხლე იხსნათ!image


7. რა მოუვიდა გოგოს, რომელსაც 6 თვის მანძილზე შამპუნი არ გამოუყენებია - გამაოგნებელი შედეგი!image

1
1640
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1640
  
2018, 4 ივნისი, 12:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1