x
image
რუსო ჩარექიშვილი
გურამ დოჩანაშვილის ცხოვრებისეული გამონათქვამები
1. არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...

2. ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...

3. იმეორე უსასრულოდ, სანამ არ გაიაზრებ: "არ მჭირდება ის, ვისაც არ ვჭირდები მე".image

4. დედამიწას სიყვარული ატრიალებს...ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა


5. ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი

6. სიკვდილი რომ არ იყოს- აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებიდა, სიკვდილი, რომ არ იყოს. არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა . არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნრბიდათ და არც კეთილი იქნებოდით და არც ბოროტი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი- აღარაცერი არ ვიქნებოდით...ვინთა გაგვარჩევდა. სიკვდილი რომ არ იყოს მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა. ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და ჰაერიც კი აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰე, სიკვდილი რომ არ იყოს...image

7. ისიც იცოდე ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას ადრე მოკვდები, თუ შედარებით გვიან. რადგან ბოლო მაინც ეგ არის...მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.

8. დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცითimage


1
301
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
301
  
2018, 9 ივნისი, 0:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1