x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სიკვდილის ველის» მცოცავი ქვების საიდუმლო გახსნილია
image

imageამ ადგილმა «სიკვდილის ველის» სახელი ოქროს ციებ-ცხელების დროს მიიღო. ზოგიერთი ადამიანი, საბადოებზე უფრო სწრაფად ჩასვლის მიზნით, გზის შემოკლებას, უდაბნოს გავლით ცდილობდა. თუმცა, დანიშნულების ადგილამდე ბევრი ვერ ჩადიოდა. სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 1849 წელს. საბადოებზე მიმავალმა ჯგუფმა უდაბნოს გავლა გადაწყვიტა. მათგან ერთი, გზაში დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა ველი გადალახეს, მაგრამ ისე იყვნენ დასუსტებულები, დახმარება რომ არ აღმოეჩინათ, ნამდვილად დაიღუპებოდნენ. სწორედ მაშინ დაარქვეს ამ ველს Death Valley (სიკვდილის ველი) და ის მართლაც ამართლებს თავის სახელს. ადგილობრივი კლიმატური პირობების გამო და უფრო მეტად, გაუფრთხილებლობით, ტურისტები დღესაც იღუპებიან. ეს უსიცოცხლო, მკაცრი და ყველაზე ცხელი წერტილია პლანეტაზე. ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა 46 °C-მდე ადის, ხოლო ზამთარში - 0°C-მდე ეცემა და ამიტომ, იქ ჩასვლა მხოლოდ ერთი დღით არ შეიძლება. ადამიანი ჯერ ადგილობრივ ჰავას უნდა შეეჩნიოს და შემდეგ წავიდეს ამ უნიკალური ადგილის სანახავად.

«სიკვდილის ველი» კალიფორნიის შტატის (აშშ) სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იმავე სახელის ეროვნული პარკის (Death Valley National Park) ტერიტორიაზე. მისი სიგრძე -153 კმ, სიგანე - 40 კმ.imageსახელის მიუხედავად, იქ, ადამიანის თვალწინ, ულამაზესი ხედები იშლება: ისეთი წითელი კლდეები, თითქოს ვიღაცას საღებავით შეუღებია. არის ნარინჯისფერი, ყვითელი და ოქროსფერი ფერებით აჭრელებული თეთრი და ყვითელი ქვიშის დიუნები. ეს უნაყოფო, ხრიოკი, მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია.imageამ რეგიონში მოსახლეობა დაახლოებით, 9000 წლის წინ გაჩნდა, როდესაც აქ პატარა ტბა გაჩნდა. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტბა თანდათანობით დაშრა და დღეს, ტბის ადგილზე, სიცხისგან დაბზარული თიხის მოსწორებული ზედაპირია.

სწორედ ყოფილი ტბის გამშრალ ფსკერზე მოძრაობენ «თვითმავალი» ქვები. «დადიან» და თან გადაადგილების გრძელ კვალს ტოვებენ...

image გამშრალი ტბის ფსკერზე მძიმე ქვების უცნაური მოძრაობა 1940 წ. შენიშნეს. ამ ადგილზე მოხვედრილი ყველა ქვა «სიარულს» იწყებს. ხოლო ის, თუ რამდენად შორს «წავა», ქვის დიამეტრზე არის დამოკიდებული. დიდ ქვას, რომლის წონა, მაგ., 300 კგ-ს ფარგლებშია, – 8 მ-ზე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პატარა ქვებს, 200 მ-იანი დისტანციის «დაფარვაც შეუძლიათ». ამასთან, მოძრაობის დროს, ქვები ტრაექტორიასაც იცვლიან.

ქვებზე დაკვირვება და გადაადგილების მიზეზის და მექანიზმის კვლევა, იმავე წელს დაიწყო. გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა კონცეფცია ძლიერ ქარებს უკავშირდებოდა. მაგრამ, ზოგიერთი ქვა იმდენად მძიმეა, რომ მხოლოდ ჰაერის მასების ზეგავლენით, მისი გადაადგილება კი არა, ადგილიდან დაძვრაც შეუძლლებელი იქნება.

2011 წელს, სან-დიეგოს (კალიდორნია, აშშ) სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის (The Scripps Institution of Oceanography) მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ბოლოს და ბოლოს, გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა სიკვდილის ველზე და 15 ქვაზე GPS სისტემა დაამონტაჟეს, რომ ქვების გადაადგილების მომენტი დაეფიქსირებინათ. მაგრამ, დრო გადიოდა და არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა.

წლების მანძილზე, კვლევამ და დაკვირვებამ შედეგი არ გამოიღო და ამიტომ, 2014 წელს, მეცნიერებმა რამდენიმე ქვაზე სანავიგაციო სენსორები დააყენეს, ფოტოკამერებით და ქვების გადაადგილების მიზეზი აღმოაჩინეს.

როგორც გაირკვა, ყინვიან ღამეს, ქვების ირგვლივ ზედაპირი, თხელი ყინულით იფარება. ხოლო, ქვები ქარისა და წყლის ყინულქვეშა დინებების ზემოქმედებით მოძრაობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვების გადაადგილება გარკვეულ, ძალიან სპეციფიკურ პირობებში ხდება: საჭიროა იმდენი წყალი, რომ ნიადაგი დაიფაროს. ასევე უნდა იყოს ძალიან ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და მცხუნვარე მზე მეორე დილით, რომ ყინული გადნეს. ბუნებრივი პირობების ასეთი თანხვედრა კი, ძალიან იშვიათად ხდება.

მცოცავი ქვების გადაადგილების კვალის სიღრმე 2, 5 სმ-ია და ის 3-4 წელი რჩება თიხიანი ნიადაგის ზედაპირზე. კვალი კი ჩანს, მაგრამ ის, თუ როგორც გადაადგილდებიან ქვები, არავის უნახავს. «სავსებით შესაძლებელია, რომ ტურისტებს არაერთხელ დაუნახავთ ქვების მოძრაობა, მაგრამ უბრალოდ, ვერ მიხვდნენ, — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ჯიმ ნორისმა (Jim Norris) — საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, რომ ქვა გადაადგილდება, როდესაც მის ირგვლივ სხვა ქვებიც მოძრაობენ».

imageimageთქვენთვის საინტერესო იქნება:imageქვიშიანი უდაბნოების საიდუმლო (+ვიდეო «მომღერალი ქვიშები»)

ცივილიზაციების გზის გასაყარზე. ნასკას პლატო ისევ ყურადღების ცენტრშია

მსოფლიო ოკეანის 5 საიდუმლო


ჰოპის ტომის ინდიელთა წინასწარმეტყველება, უახლოესი 20 წლის მანძილზე


2
1126
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1126
  
2018, 15 ივნისი, 15:07
მადლობა შენ, გაიხარე
2018, 15 ივნისი, 14:30
ძალიან ნათლად და კარგადაა ახსნილი, ძლივს გავიგე მთელი ისტორია ამ ადგილის შესახებ. მადლობა ლალი
0 1 2