x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პირველი არხის განცხადებით, ზვიად კუპრავამ იცრუა - სარალიძე ტელევიზიაში არ მიუწვევიათ

image

.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ დღეს საღამოს აქციაზე გააკეთა განცხადება, თითქოს ზაზა სარალიძეს დაურეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რომ ფილმის გაშვებისთვის საჭიროა ზაზა სარალიძის პირადად მოსვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რასაც არხი არ ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.
.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის უფროსის გიორგი გვიმრაძის განმარტებით, სარალიძისთვის ტელევიზიაში მისვლა არავის უთხოვია და კუპრავა ტყუის. გვიმრაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ადვოკატი ასეთ განცხადებებს აკეთებს.
.
კუპრავა ითხოვდა საზოგადოებრივ მაუწყებელში სარალიძე მას შემდეგ მივიდოდა, თუ პირველი არხი სარალიძის პირად უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფდა.
.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ინფორმაციით, ფილმი, რომელზეც ზვიად კუპრავა საუბრობდა და, რომელიც შეიძლება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოვლენებს უკავშირდებოდეს, ამ წუთისთვის მზა სახით არ არსებობს.
.
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ არ ჰქონია კომუნიკაცია ზაზა სარალიძესთან და თუ ვინმე დაუკავშირდა ზაზა სარალიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით, ამაზე არხი პასუხისმგებლობას ვერ იღებს.
.
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძეს პირველ არხზე მისვლა სთხოვეს. პირველი არხის ჟურნალისტმა გურამ როგავამ ამ კითხვით მიმართა ზვიად კუპრავას, თუმცა კუპრავა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პირდაპირ ეთერში არ იყო, კარავში შებრუნდა.
.
თუმცა, ზაზა სარალიძემ კატეგორიულად უარყო ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მას პირველი არხიდან დაურეკეს, რომ ფილმის გასაშვებად ზაზა სარალიძის საზოგადოებრივ მაუწყებელში მისვლა არის საჭირო, რასაც არხი არ ადასტურებს.
.
„ეს ულტიმატუმი არავის წამოუყენებია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
.
1
123
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
123
  
2018, 7 ივნისი, 13:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1