x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ლიდერი მეგაშოუ სატელევიზიო სივრცეში - გიორგი უშიკიშვილი პროექტის წარმატების საიდუმლოსა და "მხოლოდ ქართული" 2-ის შესახებ
image
პრო­ექ­ტი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ნელ-ნელა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნას უახ­ლოვ­დე­ბა... მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რია, პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა - რო­გორ გა­ა­მარ­თლა კონ­კურ­სმა, რო­გორ გახ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუ, რაში მდგო­მა­რე­ობს გა­და­ცე­მის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, რისი დაძ­ლე­ვა მო­უხ­და ჯგუფს და იქ­ნე­ბა თუ არა "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" 2.

- ეს არის პრო­ქ­ტი, რო­მე­ლიც შედ­გა. რაც შე­ხე­ბა მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხა­რეს, არ­სე­ბობს რე­ი­ტინ­გე­ბი, რომ­ლის უპი­რო­ბო ლი­დე­რია. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ყვე­ლა გა­და­ცე­მა, რაც ეთერ­ში გა­ვი­და, იყო და არის ლი­დე­რი და სხვა გა­და­ცე­მებს არა ერთი ან ორ­პუნ­ქტი­ა­ნი სხვა­ო­ბით უგებს. გარ­და ამი­სა, ორ გა­და­ცე­მა­ზე "მხო­ლოდ ქარ­თულს" ისე­თი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არც ერთ სხვა გა­და­ცე­მას არ ჰქო­ნია. ეს უკვე სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდ წარ­მა­ტე­ბას ნიშ­ნავს. პრო­ექ­ტის მე­ო­რე მხა­რე­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, ეს მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა, რაც რე­ა­ლუ­რად, ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ შედ­გა. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მით­ქმა-მოთ­ქმი­სა, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბი­სა, ზოგს რა­ღაც ვერ­სია არ მო­ე­წო­ნა, ზოგს პი­რი­ქით, - მო­ე­წო­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყი­ნუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რა, "რუს­თა­ვი 2"-მა თა­ვი­სი პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია შეძ­ლო, არა­ერ­თი კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო სიმ­ღე­რა გა­ცო­ცხლდა და ჩვენ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძემ მათი ახა­ლი ვერ­სია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ვი­ნა­ი­დან ეს პირ­ვე­ლი შოუ იყო, ბევრ რა­მეს ჩვენც სხვა­ნა­ი­რად შევ­ხე­დეთ, თუმ­ცა შემ­დეგ სე­ზონ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტად და­იხ­ვე­წე­ბა. ილუ­ზია არა­ვის აქვს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის მო­სა­წონ ვერ­სი­ებს შევ­ქმნი­დით, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ და შევ­ქმნათ ისე­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რა­ღაც დო­ზით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. პრო­ექ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე აი­ტა­ცა, გა­ჰიტ­და და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად უს­მე­ნენ, ესეც და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია.

image

- ფაქ­ტია, რომ ხალ­ხი პრო­ექ­ტზე ლა­პა­რა­კობს, ჰყავთ თა­ვი­ან­თი ფა­ვო­რი­ტე­ბი...


- რა თქმა უნდა, ვი­ღაც ცუდს ამ­ბობს, ვი­ღაც კარ­გს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" სრუ­ლი­ად ახა­ლი პრო­ექ­ტია, სა­დაც ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას რა­ღა­ცას - ქარ­თულ სიმ­ღე­რას ვე­ხე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სიმ­ღე­რა ქარ­თვე­ლი კა­ცის­თვის უპირ­ვე­ლე­სია, გე­ნე­ტი­კუ­რად ქარ­თვე­ლის სულ­სა და გულ­შია გამ­ჯდა­რი. ამას­თან, ბევ­რი მღე­რის და სა­ქარ­თვე­ლო­ში მსმე­ნელს ვერ მო­ა­ტყუ­ებ, თან, ვი­მე­ო­რებ, სიმ­ღე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს. ერთი რა­მის თქმა შეგ­ვიძ­ლია, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის უგე­მოვ­ნო არა­ფე­რი შეგ­ვი­თა­ვა­ზე­ბია. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ­ნე­ბა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.

- გი­ორ­გი, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ხართ, პრო­ექ­ტში აჟ­ღე­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი, გულ­წრფე­ლად რომ გვი­თხრათ, მოგ­წონთ?

- ბუ­ნებ­რი­ვია, არ­სე­ბობს ვერ­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კონ­კურ­სან­ტი­დან გა­მო­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, რაც ჩემს ქუ­ლებ­შიც აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ არ­სე­ბობს ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ კონ­კურ­სანტს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იმ­დე­ნად კარ­გად არ­გებს, რომ უმაღ­ლეს შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ეს რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა თუნ­დაც სხვა კონ­კურ­სან­ტის­თვის, ეს მე­ო­რე სა­კი­თხია, მაგ­რამ სწო­რედ ამი­ტომ არის ეს კონ­კურ­სი სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლი, რომ კონ­კრე­ტულ შემ­სრუ­ლე­ბელს კონ­კრე­ტუ­ლი სიმ­ღე­რის შე­სა­ბა­მი­სი ვერ­სია მო­არ­გო. ამი­ტომ ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი ცდი­ლობს და ფიქ­რობს, თი­თო­ე­ულ მომ­ღე­რალს რო­გო­რი ვერ­სია გა­უ­კე­თოს. ვი­ნა­ი­დან ეს ბავ­შვე­ბი ჩვენ­თვის ახ­ლე­ბი არი­ან და მათ­თან ფაქ­ტობ­რი­ვად, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბო­ლომ­დე მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვი­ცო­დეთ და რა­ღა­ცე­ბი შე­იძ­ლე­ბა ისე არ გა­მო­ვი­დეს. სიმ­ღე­რა ვი­ღა­ცამ ბო­ლომ­დე ვერ დაძ­ლი­ოს, მაგ­რამ ეს კონ­კურ­სია, შე­ა­სა­ბა­მი­სად, მო­ნა­წი­ლე ან გა­არ­თმევს თავს, ან ვერა, ამი­ტომ ერ­თგვა­რი გა­მოც­დაა, შე­იძ­ლე­ბა სტრე­სიც, მაგ­რამ კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი ასე­თია.

image

- კონ­კურ­სან­ტე­ბის თე­მას თუ გა­ვაგ­რძე­ლებთ, გყავთ თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი?

- არ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის და კონ­კრე­ტუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის ამო­ჩე­მე­ბა. ასე ვე­რა­ვის ვა­ნი­ჭებ პი­რა­ტე­სო­ბას და ქუ­ლებს არ ვუ­წერ იმის გამო, რომ წინა ორ ტურ­ში კარ­გად იმ­ღე­რა. იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვა­ფა­სებ, თუ რა შე­ას­რუ­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­ვო­რი­ტი და რა­ღაც ასე­თი, იმის გამო, რომ მიყ­ვარს, ცუდი შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 10 და­ვუ­წე­რო, ასე არ ვარ. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი ვიყო. სა­ერ­თოდ, კონ­კურ­სე­ბი სუ­ბი­ექ­ტუ­რია. ვი­ღაც გე­თან­ხმე­ბა, ვი­ღაც - არა. ამი­ტომ ყვე­ლას მო­სა­წონ პრო­დუქტს ვერ შექ­მნი და კონ­კურ­სიც ყვე­ლას­თვის ობი­ე­ტუ­რი ვერ იქ­ნე­ბა.

- რო­გორც მუ­სი­კო­სი, რო­გორ აფა­სებთ კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და უნა­რებს. ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე იზ­რდე­ბი­ან?

- რაც შე­ე­ხე­ბა მათ გაზ­რდას, არ არის ძა­ლი­ან დიდი პე­რი­ო­დი გა­სუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო და ის­წავ­ლო, მაგ­რამ კონ­კურ­სან­ტე­ბის რა­ღაც ნა­წილს ზრდა ეტყო­ბა, რა­ღაც ნა­წილს, ბევ­რი სა­მუ­შაო აქვს. ამი­ტომ, რო­დე­საც "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" შემ­დეგ სე­ზონს და­ვი­წყებთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მსურ­ველ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა, კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას კი უფრო ობი­ექ­ტუ­რე­ბი უნდა ვი­ყოთ, მე­ტად შე­ვა­ფა­სოთ ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ შერ­ჩე­ვი­სა­საც გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ცხა­დია, იქ­ნე­ბა.

image

- სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ გან­სა­ზღვრა პრო­ექ­ტის ასე­თი მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი?

- გარ­კვე­უ­ლი გა­და­ცე­მე­ბი, ვი­თომ ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტე­ბი, რა­ღა­ცე­ბის მერე, სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ. არა­და, ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი ის გა­და­ცე­მე­ბი არ არის. უბ­რა­ლოდ, აღ­ნიშ­ნა­ვენ თა­ვი­სი­ვე რე­ი­ტინ­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ნამ­დვი­ლად ვერ მოვ­ლენ "მხო­ლოდ ქარ­თულ­თან", არა იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტია, რაც ნამ­დვი­ლად მა­ხა­რებს, აქ მთა­ვა­რი ის არის, რომ საქ­მე გვაქვს ქარ­თულ სიმ­ღე­რას­თან. პრო­ექ­ტის უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაა. ეს კი თა­ვის­თა­ვად გან­სა­ზღვრავს გა­და­ცე­მე­ბის რე­იტნ­გის ჩვენს უპი­რო­ბო ლი­დე­რო­ბას. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა და ეს არის მთა­ვა­რი. გარ­და ამი­სა, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მუ­სი­კა­ლურ შე­დევ­რებს ვას­მე­ნი­ნებთ. მა­ყუ­რე­ბელს კი მიმ­დი­ნა­რე კონ­კურ­სში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნალს და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს ვპირ­დე­ბით, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლუ­რი სი­ურპრი­ზე­ბით იქ­ნე­ბა სავ­სე. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ შემ­დე­გი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" იყოს ბევ­რად უკე­თე­სი, დახ­ვე­წი­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბი უნდა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ.

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0