x
image
გემი დალანდი
უბედურება რომ არ მოიზიდოთ. მზის ჩასვლის შემდეგ არასოდეს გააკეთოთ ეს 7 რამ
image

დღე-ღამის ბნელი დრო ყოველთვის მისტიკურ და იდუმალ პერიოდად იყო მიჩნეული. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ბნელი ძალები აქტიურდებოდნენ და ამიტომ გარკვეულ საქმიანობაზე უარს ამბობდნენ, რათა სახლში უბედურება და სიღარიბე არ მოეზიდათ.

კერძოდ, რა არ შეიძლება, რომ მზის ჩასვლის შემდეგ გააკეთოთ:

1. ნაგვის გადაყრა


ეს მატერიალურ დანაკარგს გიქადით. ამ შეხედულების დღესაც ბევრს სჯერა. როგორც უკვე ვთქვით, ღამით უწმინდური ძალები აქტიურდებიან და სახლიდან რამის გატანა ნამდვილად არ წაგადგებათ.

image

2. დალაგება

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ თუ სახლის დალაგებას ღამით დაიწყებდნენ, წარუმატებლობას და ფულად დანაკარგს დაიტეხდნენ თავს. ითვლებოდა, რომ ღამით იატაკის მოწმენდა სახლიდან სიყვარულს, ბარაქას და წარმატებასაც გადარეცხავდა. ასევე არ შეიძლებოდა, რომ გასათხოვარ გოგოს მზის ჩასვლის შემდეგ სახლი გამოეგავა, რადგან ვეღარ გათხოვდებოდა.

image

3. თმის შეჭრა და გაპარსვა

მამაკაცებმა საღამოს არ უნდა გაიპარსონ პირი, რადგან ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემები ექნებათ. ქალებმა და გოგონებმა კი თმა არ უნდა შეიჭრან და არც ფრჩხილები დაიჭრან მზის ჩასვლის შემდეგ, ამან შესაძლოა პირად ცხოვრებაში პრობლემები გამოიწვიოს.

image

4. სარკეში ჩახედვა

სარკე-ყველაზე მისტიური საგანია. ითვლებოდა, რომ ის მაგიურ ძალას ფლობდა და მას იმ სამყაროსთან დამაკავშირებელ პორტალადაც კი იყენებდნენ. მზის ჩასვლის შემდეგ სარკეში ყურებას ერიდებოდნენ, ითვლებოდა, რომ ამას შესაძლოა დაუპატიჟებელი სტუმრები გამოეწვია იმ სამყაროდან. ამასთან, არსებობს შეხედულება, რომ სიბნელეში თუ სარკეში ჩაიხედავთ, ახალგაზრდობას და სილამაზეს დაკარგავთ.

image

5. ფულის გასესხება

ეს ძალიან ცუდი ნიშანია. თუ მზის ჩასვლის შემდეგ ფულს გაასესხებთ, შესაძლოა სულ მალე დიდი ფინანსური დანაკარგი განიცადოთ. ფულის სესხებაც ასევე არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ვალებიდან დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ამოხვიდეთ.image

6. გასარეცხი ჭურჭლის დატოვება

გასარეცხი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ტოვებთ, ასევე ფულად დანაკარგს გიქადით. ითვლებოდა, რომ გასარეცხი ჭურჭელი სახლის სულისადმი გამოჩენილ უპატივცემულობას ნიშნავდა, სახლის სული კი ძალიან თავისებური არსება გახლდათ და განაწყენებული- საპასუხო ქმედებას მიმართავდა.

image


7. დანის დატოვება მაგიდაზე

ღამით, მაგიდაზე დატოვებული დანა ავადმყოფობებსა და უსიამოვნებებს იწვევდა. ითვლებოდა, რომ დანის დატოვებით, თავად აძლევ იარაღს ხელში უწმინდურ ძალას, რომელსაც ის შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

image

1
14056
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
14056
  
2018, 4 ივნისი, 12:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1