x
პრემიერის საგანგებო განცხადება - მოზარდების მკვლელობის საქმეს შს სამინისტრო დაიბრუნებს


image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეს შს სამინისტრო დაიბრუნებს.ეს განცხადება კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ის უშუალოდ იქნება ჩართული საქმის ობიექტურ მსვლელობაში.

"მინდა გავაკეთო მოკლე განცხადება, ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება, ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით, არასდროს მოვრიდებივარ პირდაპირ კომუნიკაციას და ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან, გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი პროვოკაციები იყო მოსალოდნელი, ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა ადამიანებმა მიიღეს პოზიტიურად, მაგრამ პოლიტიკურად ანგარჟირებულმა მცირე ჯგუფმა არ მომცა განცხადების გაკეთების უფლება.

ხვალ დილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნმებს საქმეს პროკურატურისგან და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს, ის იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე გავაკონტროლებ მთლიანად პროცესს. დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, უმოკლეს ვადაში შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც შესაძლებელია უმცირესობა იქნეს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით, უმოკლეს ვადაში დაიწყებს კომისია მუშოაბას.

მესამე საკითხი გახლავთ მთავარი პროკურორის საკითხი, ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია, უნდა დავიწყოთ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი, დავალება მივეცი იუსტიციის მინსიტრს, შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი, პროცესში უნდა იყოს ჩართულილი პარლამენტი, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოება, არც ერთი მისხალი ეჭვი არ არსებობდეს ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებით, ეს პროცესი დასრულდება კანონით გავთვალისწინებულ ვადებში და ამ ნაბიჯით საზოგადოების მოთხოვნას გავცემთ პასუხს.

ასევე, მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე რა ხარისხითაც მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას, ჩართვას, იქნებიან მაქსიმალურად ჩართულები და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური, . პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს, ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენ დავდებთ იმ შედეგს და ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე, მინდა ბოლოს ვთქვა, რომ მე ჩემი თაბნამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები რომ ჩემს მიერ ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები, დღეს ეს სიტუაცია არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სარალიძე: - დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის.



ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას.


მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ.


რომელ გამოძიებაზეა საუბარი როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთ მტიცებები აღარ არსებობს.


მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები.


როგორ ფიქრობთ?


ვინმე გადადგავს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭქვეშ დააყენებენ???


მე ვიცი რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუ გვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ.


მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ მანამ სანამ ცოცხალი ვარ.


მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი.image

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0