x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79628
  • ვიდეო:332354
  • სურათი:436935
სამაშველო გემზე ქმარი ავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა - ერთი შეხედვით ნუ განსჯით ადამიანებს!

სამაშველო ნავზე ქმარი გადავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა. სანამ ოკეანის წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ძალა მოიკრიბა და ქმარს უკანასკნელი ფრაზა გასძახა, .. - აქ მასწავლებელმა თხრობა შეწყვიტა და თავის მოსწავლეებს კითხვა დაუსვა: - ბავშვებო, თქვენი აზრით, რა დაუძახა ცოლმა ქმარს უკანასკნელად?


ვერსია ბევრი გაჩნდა:


- ნაძირალა ხარ, ინანებ;

- შენც დაისჯები ოდესმე;

- ღმერთი არ შეგარჩენს...


ამ დროს ერთმა მორიდებულმა ბიჭმა ჩუმად ჩაილაპარაკა:


- გაუფრთხილდი ჩვენს შვილს...


- მართალი ხარ, - შეაქო მასწავლებელმა, - იცოდი ეს ისტორია? - არა, მასწ., უბრალოდ, ეს სიტყვები უთხრა მამას დედამ სიკვდილის წინ. მასწავლებელმა ცრემლების შეკავება ვერ მოასწრო და გვერდით უხერხულად მიატრიალა თავი. რამდენიმე წამში კი გააგრძელა:


image


მოკლედ, გემი ჩაიძირა. ქმარი სახლში დაბრუნდა, სადაც მათი შვილი - თვეების გოგონა ელოდებოდა. მთელი ცხოვრება მას დაუთმო, მარტო ზრდიდა და არაფერი დაუკლია... გავიდა წლები. და როცა მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მის საბუთებში ქალიშვილმა დღიური იპოვა. ბოლო ჩანაწერი ასეთი იყო:


"როცა მისი საშინელი დიაგნოზი შევიტყვეთ, რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, ჩვენს უკანასკნელ საერთო მოგზაურობაში წასვლა გადავწყვიტეთ. დრო აღარ ჰქონდა... ღმერთო, როგორ მინდოდა, მასთან ერთად დავშვებულიყავი ოკეანის ფსკერზე, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი - მე სახლში ჩვენი გოგონა მელოდებოდა"

image


მთელი კლასი სულგანაბული ისმენდა ამ სიტყვებს. და ალბათ ბევრმა გაიაზრა, როგორი უსამართლობაა ადამიანის განსჯა მხოლოდ ზედაპირული საქციელით, როცა არ იცი, სიღრმეში რა არის დაფარული...









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ილუსტრაციებით გადმოცემული ურთიერთობის ამსახველი სიტუაციები, განელი ილუსტრატორიგან!

2. ჩვენთვის ცნობილი სუპერ გმირები, დუბლიორებთან ერთად...

3. "მიწისძვრა მადრიდის რეალში" - ზიდედინ ზიდანი რეალიდან წავიდა!

4. რომელ ვარსკვლავებს დაემუქრა ისლამური სახელმწიფო? ... გრიზმანის ბედი გადაწყვეტილია.... სერია ა-ს ლეგენდა დაუბრუნდა! და კიდევ სხვა საფეხბურთო სიახლეები...

5. მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ...

6. 1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია

7. ივნისში ეს ხილი აუცილებლად უნდა მიირთვათ - მუშმალას ჯადოსნური თვისებები!

8. 10 არნახული სილამაზის სანაპირო ჩვენს პლანეტაზე!

0
396
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0