x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბექა წიქარიშვილი:ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ
image

“თეთრი ხმაურის მოძრაობის “ლიდერი ბექა წიქარიშვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციებს სოციალურ ქსელით ეხმაურება და წერს:



“მთელი ცხოვრება შორიდან მომზირალ მეგობრებს ვაკრიტიკებ, მაგრამ ვეღარ ვითმენ ამიტომ დავწერ.


ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ, ისინი მხოლოდ შეჭამენ გულწრფელ ტკივილს და ნაცვლად საკუთარ ნაგავს დაყრიან. ყველა ადეკვატური მოქალაქის ვალდებულებაა ახლა ეს პროცესი კლოუნადისგან ვიხსნათ. გუშინ მთელი საღამო “რუსთავი 2” -ს ვუყურებდი და გული მისკდებოდა იმის ცქერით როგორ ილოკავენ ტუჩებს ჰუმანიზმს ამოფარებული სადისტები (დაქირავებულ ჭირისუფლად მოვლენილი არხის დირექტორის ჩათვლით). სასწრაფოდ დასაცლელია ეს პროტესტი ნაც-ქოცური ნარატივებისგან და წამოსაწევია მათი სამარცხვინო პოლიტიკით გამოწვეული საზოგადოებრივი წუხილები.


“ოცნება” თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით ფაქტობრივად უკვე დე-ფაქტოა. “აქციების გაშავების კანტორის” ამუშავება მხოლოდ ადასტურებს ამას. არ ვიცი როგორ დასრულდება პროცესები, მაგრამ ბიძინა კი არა მსოფლიო ოლიგარქიაც ვეღარ იხსნის მათ. პოლიტიკური განაჩენი გუნდს გამოტანილი აქვს და დღეს თუ ხვალ აღსრულდება. პოლიტიკური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი, პრაგმატული თვალსაზრისითაც და საჯარო ინტერესების გათვალისწინებითაც, სჯობს ეს ხვალ მოხდეს.

მოქმედი ოპოზიციით შევსებულ საპარლამენტო კომისიას ალბათ სჯობდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მოგვეთხოვა, გაიძვერა პოლიტიკოსების ნაცვლად მაღალი სანდოობის მქონე პირებისგან დაგვეკომპლექტებინა და თუ სისტემის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, ხორავას ტრაგედიასთან ერთად (რომელშიც ჩვენი, ეთიკურობისა და მორალურობისგან დაცლილი ქართული ოჯახებისა და საზოგადოების ბრალეულობაც უნდა ამოვიკითხოთ), უნდა მოვითხოვოთ ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ამირან კვირიკაშვილის, პაატა პავლიაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ფენტანილგარეული ნივთიერებებით დახოცილი ახალგაზრდებისა და სხვა ტრაგიკული საქმეების ხელახალი, ღია და მიუკერძოებელი გამოძიება.“

image


1
411
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
411
  
2018, 7 ივნისი, 13:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1