x
მეტი
  • 21.08.2018
  • სტატია:79620
  • ვიდეო:332335
  • სურათი:436925
რამდენიმე ვარჯიში თავის ტვინის სისხლმომარაგების გასახალისებლად

image
თავის დახრა და მოძრაობა მექანიკურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვების კედლებზე, ზრდის მათ ელასტიურობას, აღიზიანებს ვესტიბულურ აპარატს და იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას.

შუნთქვითი ვარჯიშები და განსაკუთრებით სუნთქვა ცხვირით, აუმჯობესებს სისხლძარღვების სისხლით გავსებას, რაც აძლიერებს ტვინის სისხლმომარაგებას, მის ინტენსიობას და აადვილებს გონებრივ საქმიანობას.

ვარჯიში 1.

საწყისი მდგომარეობა: დადექით და თვლაზე 1, ხელები დაიდეთ თავზე, თავი გადაწიეთ უკან და იდაყვები გაშალეთ განზე.

თვლაზე 2-იდაყვები გაწიეთ წინ.

თვლაზე 3-4 ხელები მოადუნეთ და დაუშვით, თავი დახარეთ ქვემოთ.

ვარჯიში შეასრულკეთ ნელი ტემპით.

ვარჯიში 2.

საწყისი მდგომარეობა:ფეხები მხრების სიგანეზე, მტევნები შეკარით მუშტად. თვლაზე 1-მარცხენა ხელი გაიქნიეთ უკან, მარჯვენა ზემოთ.

თვლაზე 2 -იგივე მოძრაობები გააკეთეთ ხელების შეცვლით. ვარჯიში შეასრულეთ 6-8-ჯერ, ტემპი საშუალო.

ვარჯიში 3.

დაჯექით სკამზე.

თვლაზე-1-2 თავი თანაბარი მოძრაობით გადაწიეთ უკან მაქსიმალურად.

თვლაზე 3-4 თავი დახარეთ წინ .მხრები არ აწიოთ.

ვარჯიში გაიმეორეთ 4-6 ჯერ ნელი ტემპით.

ვარჯიში 4.

დაჯექით სკამზე.ხელები დოინჯში.

თვლაზე-1-2 თავი და შემდეგ მხრები თანაბარი მოძრაობიტ შეაბრუნეთ მარჯვნივ, მაქსიმალურად.

დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

თვლაზე 3-4 იგივე ვარჯიში შეასრულეთ მარცხნივ.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0