x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მაკიაჟიანი მოლაშქრეები და უთევზო მეთევზეები - ანუ როგორ მოვხიბლოთ შეყვარებულის მეგობრები
image

თითქმის ორი კვირა ველოდი, როდის გამოვიდოდა ნორმალური ამინდი, რომ საბოლოოდ გამეცნო ჩემი შეყვარებულის მეგობრები, კიდევ ერთი წყვილი, რომლებთანაც აქამდე არანაირი შეხება არ მქონია. მათ ჩემზე ძალიან ბევრი იცოდნენ, მაგრამ მე მათზე - უფრო მეტი. განსაკუთრებით გოგომ დამაინტერესა, რომლის სოციალური ქსელების პროფაილიც განვიხილეთ მთელმა სადაქალომ და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ წარმოუდგენელი იყო იმის ვარაუდი, რას ჩაიცვამდა, ჯინსს თუ სპორტულებს, გაიკეთებდა მაკიაჟს თუ საერთოდ არ ადარდებდა მსგავსი რამეები. უამრავი ადგილი წარმოვიდგინე, სადაც შეიძლებოდა წავსულიყავით ყველანი ერთად: პიკნიკი, ბუნება, კლუბი, რესტორანი და ა.შ. თუმცა

არა ის, სადაც წასვლა გადაწყდა.
როცა გავიგე, სათევზაოდ მივდიოდით, უცებ გავიხსენე ჩემი ასფალტზე გაზრდილი შეყვარებული, რომელმაც ანკესის ხმარება გუშინწინ ისწავლა „იუთუბის“ ვიდეოებით და გადავწყვიტე, უკეთესი გეგმა შემედგინა. როცა მშივრები ფაქტის წინაშე თევზის გარეშე აღმოვჩნდებოდით, საჭმელი მზად უნდა მქონოდა. ამით საღამოსაც გადავარჩენდი და უზარმაზარ პლუსსაც დავიწერდი მეგობრების თვალში. ამიტომ სახლისკენ მიმავალმა თამამად შევაბიჯე „ნიკორაში“.

უცებ წარმოვიდგინე, როგორ აიზილებოდა სოსისების პარკი ჩანთაში, მაგრამ ამ ფიქრებიდან საეჭვო სიჩუმემ გამომაფხიზლა. მეზობელი ნანიკო ამჯერად აღარ ტანჯავდა კონსულტანტ გოგოს, რომ ზუსტად აეწონა ხორცის ნაწარმი და თვითონაც ბედნიერი მიღიმოდა დახლის მეორე მხრიდან. ყველაფერში ასეთია, ლაპარაკიც გაუთავებელი იცის. მე კიდევ ჩემი სადარდებელი მაქვს. ამიტომ თვალი ავარიდე და კონსულტანტისკენ მივტრიალდი, რომელიც თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა, შეფუთვებისკენ მიმითითა და მეც მაშინვე გავერკვიე ვითარებაში – ვიტრინის ქვეშ სოსისის ახალი დაფასოებული შეკვრები ელაგა. უცებ ავიტაცე სარდელის და „ივერია სპეცის“ რამდენიმე თეფში. თან ფასიც ზუსტად იგივე ჰქონდა, რაც დაუფასოებელ წონას. აშკარად წასაღებადაც უფრო კომფორტულია, ჩანთაში შეფუთულ პროდუქციას მარტივად ჩავაწყობ. კმაყოფილმა გავაგრძელე მაღაზიაში ბოდიალი სასუსნავების საყიდლად, თან ჩემს საქმეზე ვფიქრობდი. იქნებ მათაც გათვალონ და მხოლოდ თევზის იმედად არ წამოვიდნენ. ამ შემთხვევაში არც ისე დიდ ეფექტს მოვახდენ-მეთქი, ვიფიქრე. როგორც იქნა, დავემშვიდობე ნანიკოს და წამოვედი.
საღამოს კი, საბედნიეროდ, ზუსტად ჩემი სცენარი გათამაშდა.
დილით სპორტული შარვალი ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, სახის კრემის, ტუშის, პომადისა და წარბების კორექტორის მონაწილეობით. უჯრიდან ძველი სპორტული ფეხსაცმელი ამოვაძვრინე და თევზაობისთვის მოვემზადე. სოსისები ზურგჩანთის ყველაზე პატარა ჯიბეში თამამად ჩავატიე, ზედმეტი პარკების მიშველიების გარეშე და ბედნიერმა შევინახე მანქანის საბარგულში, რომ საჭირო დროს ამომეღო.

imageვაღიარებ, მასაც საკმაოდ თვალშისაცემი მაკიაჟი ჰქონდა, უზარმაზარი შლაპა ეხურა და ფართხუნა ზედატანის მკლავებს წამში 60-ჯერ იკეცავდა. სანამ ბიჭები ანკესებს ყარაულობდნენ და კუჭის ბუყბუყს აიგნორებდნენ, ჩვენ კოლეგები აღმოვჩნდით და რამდენიმე იდეაც გავცვალეთ სამსახურის ამბებზე. დაქალები მართლები გამოდგნენ, ის ნამდვილად არ ღირდა წინა ღამის ნერვიულობად; მეტიც, იმდენად ჩვეულებრივი აღმოჩნდა, შთაბეჭდილების მოსახდენად ძალის დახარჯვა არ დამჭირვებია.


4 ძალიან გრძელი საათის შემდეგ ბიჭებმა, როგორც იქნა, ფარ-ხმალი, უფრო სწორად, ანკესები დაყარეს და ყველაზე ახლოს მდებარე რესტორნის „დაგუგვლა“ დაიწყეს. ძალიან სწრაფად გამოვაჩინე მთავარი „კოზირი“ და სანამ დაბნეულები მიხვდებოდნენ, რა მოხდა, მზა სოსისების ბუტერბროდები ჩამოვურიგე. მერე აინთო კოცონიც, შევწვით სარდელები და ტბის პირას შუაღამემდე ვუსმენდით მუსიკას, ვყვებოდით საინტერესო ისტორიებს და პირადად მე, თავხედურად ვიფერებდი კომპლიმენტებს ჩემს წინდახედულობასთან დაკავშირებით.
ასე გადავარჩინე ყველაზე სასაცილო თევზაობის საღამო დაღუპვას და თუ 60 წლის შემდეგ აღარ მემახსოვრებოდა პირველი შეყვარებულის სახელი, ეს ისტორია არა მგონია, ან მე, ან მას ოდესმე დაგვავიწყდეს, რაც დასაწყისისთვის, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან კარგია.

1
97
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
97
  
2018, 4 ივნისი, 11:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1