x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
დრო განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას

imageნელ-ნელა ვხვდები, რომ ძალიან ჩქარა გადის, ისე რომ ვერც კი ვამჩნევ რა ხდება ჩემს ირგვლივ. გადავიხედები წარსულში და ვაანალიზებ რომ მნიშვნელოვანი ვერაფერი გავაკეთე, ნეტა რას ვუცდი? არ მინდა ისე გავიდეს ეს ცხოვრება, რომ რაიმე არ დავტოვო ამქვეყნად.დროის ფუჭად კარგვა ყველაზე დიდი შეცდომაა ადამიანის. სანამ ახალაზრდები ვართ ალბათ ვერ ვხვდებით ამას, ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ეხლა გართობა, დროის გაყვანაა. ინტერნეტი, ტელეფონზე გაუთავებელი ჭორაობა, ოცნება დაუსრულებლად, იქნებ ჯობდეს მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და ცხოვრებას რეალურად შევხედოთ.ყველას აქვს იმის ძალა იშრომოს და ცხოვრება აიწყოს, არა მარტო მატერიალური, მორალურიც. ძალიან სწრაფად გადის დღეები, თვეები, წლები. მინდა რაიმე ღირებული შევქმნა. სიბერეში როდესაც ჩემი ცხოვრების წიგნს გადავფურცლავ სიამაყით მინდა ამევსოს გული და ვთქვა:“ მე ეს შევძელი'' და არა იმედგაცრუებული და სევდიანი სახე მქონდეს და ვინანო რომ მთელი ცხოვრება ფუჭად გავატარე.ამ ხანმოკლე ცხოვრებაში ვერ ვაფასებთ ყველაზე მთავარს, რომელსაც დრო ქვია...

6
91
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
91
  
2012, 30 ივნისი, 22:33
შენ კაქი გოგო ქალ :D
2012, 30 ივნისი, 22:32
thank u very much :D i'm proud :D:D:D
2012, 30 ივნისი, 22:32
კეთილი ბიწი ვალ მე :DD
2012, 30 ივნისი, 22:31
,, მე ეს შევძელი'' +1 ჩემგან კარგი სტატიაა
2012, 30 ივნისი, 22:31
ვნახე ხოვნახეე .. ნუ ჩემი მხსელი ხარ :D:D
2012, 30 ივნისი, 22:30
:PP
0 1 6