x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508555
რუსმა ტურისტმა ლუდი დალია და მე-5 დღეა სასტუმროს ვერ პოულობს
image

მამაკაცი რუსეთიდან მე-5 დღეა ვერ პოულობს პატაიაში სასტუმროს სადაც დაბინავდა, დალია ლუდი "გარყვნილების ქუჩაზე" და იმის შემდეგ აღარაფერი ახსოვს.

იურის ფოტო ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გამოაქვეყნა:"თეთრი მამაკაცი რამდენიმე დღეა ქუჩაში ცხოვრობს, ზის ტროტუარზე, ხელში სასტუმროს ნომრის გასაღები უკავია და გარშემო ქუჩებში ეძებს იმ სასტუმროს, სადაც 26 მაისს დაბინავდა."

image


მამაკაცი ამბობს, რომ 26 მაისს კამბოჯიდან პატაიამდე ავტობუსით იმგზავრა, სწრაფად შეინახა ბარგი პირველსავე სასტუმროში, რომელიც შეხვდა და შემდეგ გამოვიდა მაღაზია 7/11-თან, რომ წაეხემსა, შემდეგ გადაინაცვლა ბარში Beach Road 7-ში, სადაც ლუდით დათვრა, ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს, გამოფხიზლების შემდეგ ვერ იხსენებს სასტუმროს მდებარეობას და სასტუმროს სახელს, მამაკაცმა მოიარა უამრავი ქუჩა მაგრამ უშედეგოდ.

ამ ფაქტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, სასტუმროს ძებნაში ჩართულები არიან ის რუსებიც, რომლებიც კარგად იცნობენ ქალაქ პატაიას, ან ცხოვრობენ იქ, იურის ტაილანდში ყოფნის ვადა 2 ივნისს ეწურება, არა და პასპორტის გარეშე იგი ვერ დატოვებს ქვეყნას, რომელიც სასტუმროში დატოვა, რუსი მოხალისეები საკონსულოსთან შუამდგომლობენ, რომ დროებითი საბუთი გასცენ და მამაკაცმა დატოვოს ტაილანდი პასპორტის გარეშე.


სასტუმროს პოვნას ისიც ართულებს, რომ როგორც აღმოჩნდა, იური სასტუმროს ადმინისტრატორმა "ლევად გააფორმა", (რაც ხშირად ხდება) არა და კანონის მიხედვით ყველა ტურისტის ოფიციალური რეგისტრაცია უნდა მოხდეს, თუმცა იური პარფენოვის სახელი საემიგრაციო პოლიციის სიაში არ აღმოჩნდა.

image



0
475
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0