x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ადამიანები,რომლებმაც საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოახდინეს
რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კიევში რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ, თუმცა როგორც გაირკვა მისი სიკვდილი ინსცენირებული იყო, მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი ანალოგიური შემთხვევა მსოფლიო ისტორიიდან.


ნიკოლაი გიმერი-1898 წლის 25 დეკემბერს ნიკოლაი გიმერმა მოსკოვში სოფიის სანაპიროზე თვითმკველელობის ინსცენირება მოაწყო, ამ არაჩვეულებრივი მეთოდით მამაკაცმა გადაწყვიტა ცოლს დაშორებოდა, რომ ქალს შესაძლებლობა ჰქონოდა ხელმეორედ გათხოვილიყო, -ოფიციალურ გაყრაზე მათ უარი განუცხადეს.

მას შემდეგ, რაც თაღლითობა გამოაშაკარავდა, ცოლ-ქმარს შვიდწლიანი გადასახლება მიესაჯათ, მოგვიანებით ეს ისტორია დაედო საფუძვლად ლევ ტოლსტოის პიესას "ცოცხალი გვამი"(შემდგომ ფილმებიც)

image



ალექსანდრე უსპენსკი-1938 წელს უკრაინის სსრ-ს შს-ს სახალხო კომისარმა და რეპრესიების მონაწილემ ალექსანდრე უსპენსკიმ თვითმკვლელობის იმიტაცია მას შემდეგ მოახდინა, როდესაც მიხვდა, რომ მის დაჭერას აპირებდნენ, ტანსაცმელი მდინარე დნეპრში გადაყარა, იქვე დატოვა "სიკვდილის წინ წერილი"და ვორონეჟში გაიქცა, სადაც სხვისი სახელით იმალებოდა.6 თვეში უსპენსკი ჩელიაბინსკში დააკავეს, 1940 წლის 27 იანვარს კი დახვრიტეს, აღსანიშნავია, რომ შემდგომში მისი რეაბილიტაცია არ მოხდა.

image


სტივენ ჩინ ლუინი-მოახდინა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება 11 სექტემბრის ტერაქტის დროს.იმისთვის, რომ აეცდინა სასჯელი საბუთების და პასპორტის გაყალბების გამო.მამაკაცმა ძმის სახელით დაურეკა საკუთარ ადვოკატს და ამცნო "საშინელი ამბავი", რომ მისი ძმა (ანუ თვითონ) ტერაქტის დროს დაიღუპა.

სტივენ ჩინ ლუინი 11 წლის შემდეგ დააკავეს, მანამდე თუ მხოლოდ პირობითი სასჯელი ემუქრებოდა საბუთების გაყალბებისთვის, ამჯერად ამ ცინიკური სპექტაკლის გამო ოთხი წლით ჩააყუდეს ციხეში.

image


ჯონ სტოუნჰაუზი-1974 წელს ბრიტანელმა პოლიტიკოსმა დატოვა საკუთარი ტანსაცმელი მაიამის პლაჟზე და დაიკარგა.გამოძიებამ ივარაუდა, რომ მამაკაცი შესაძლოა წყალში დაიხრჩო, ან ზვიგენებმა შეჭამეს, თუმცა სინამდვილეში ის ავსტრალიაში გაფრინდა.სადაც საყვარელთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო, ყალბი საბუთების გამოყენებით მამაკაცი საბანკო ოპერაციებს ახორციელებდა, საბოლოოდ სტოუნჰაუზი დააკავეს და 7 წელი ციხე მისცეს, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ სტოუნჰაუზმა დაწერა წიგნები, აგრეთვე ტელე და რადიო-შოუების აქტიური მონაწილე იყო.

image


იაროსლავ ჰაშეკი-ცნობილ ჩეხ მწერალი გამოირჩეოდა ორიგინალური იუმორის გრძნობით და უყვარდა მისტიფიკაცია, მწერალმა იმდენჯერ გაითამაშა საკუთარი სიკვდილის ინცენირება, რომ როდესაც ნამდვილად გარდაიცვალა(თან 39 წლის იყო)მისმა მეგობრებმა არ დაიჯერეს. მისი ახლობელი ეგონ ერვინ კიში ამბობდა:"არ მჯერა!რამდენჯერ მოკვდა უკვე!ჰაშეკს არა აქვს უფლება სიკვდილის, იგი ხომ ჯერ ორმოცი წლისაც არ არის."

image

ტიმოთი დექსტერი-(1748 -1806)ექსცენტრიული ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მხოლოდ იმიტომ მოაწყო, რომ გაეგო როგორი რეაქცია ექნებოდათ მის ახლობლებს, "დაკრძალვას" 3000 ათასი კაცი ესწრებოდა.

image


0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0