x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
გურამ გირგვლიანი ზაზა სარალიძეს: შენთან ვარ, მაგრამ ჩემი შვილის მკვლელებთან ვერ დავდგები!..
image


სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს kvirispalitra.ge-სთან საუბარში გამოეხმაურა.


„ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ, აბსოლუტურად მესმის მისი მდგომარეობა, ყველანაირად თანავუგრძნობ მას. მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა. მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვა მხრივ ყველანაირად თანავუგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით, მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით, რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.


სხვა შვილმოკლული მამებიც აკრიტიკებენ სარალიძეს ზონდერების გვერდში დაყენებისთვის.



„ვინმემ ითავეთ და გადაეცით ზაზა სარალიძეს, ვინც მაგის გვერდით დგას დღეს, მაგათ დახვრიტეს ქუჩაში 150 ახალგაზრდა და მაგათი შეკვეთით ააფეთქეს შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული გიორგი ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი წერს.


„როგორ დავიჯერო, რომ შენ გიხარია ზაზა ჩვენი შვილების სიკვდილი, მოშორდი მაგ ნაძირლებს. მოგვეცი საშუალება შემოგიერთდეთ სამართლის პოვნაში, რაც ჩვენ დიდი ხანია ვერ ვიპოვეთ...“ - წერს იური ვაზაგაშვილი.

3
361
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
361
  
2018, 1 ივნისი, 15:05
ბატონო ზაზა, სხვისი შვილების მკვლელების გვერდით დგახარ
2018, 1 ივნისი, 11:41
თუ ვინმეს შეგიძლიათ ხმა მიაწვდინოს ბატონ ზაზას გადაეცით ყველა პოლიწიკოსი (პოლიტიკოსის დაწერაც ვიცი) მოიშოროს გვერდიდან და დადგეს ერთი ქართველი ვაჟკაცი რომელსაც უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ვიდრე დღეს დგას მის გვერდით. პოლიწიკოსებმა არ უნდა იხეირონ მისი შვილის (სარალიძის) გირგვლიანის და რაფალიანცის სიკვდილით
2018, 1 ივნისი, 9:35
ზაზამ აქციაზე უნდა გამოაცხადოს ნაცმოძრაობის წევრების და პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიერ აქციის დაუყუნებლივ დატოვების შესახებ და თუ არ წავლენ,ხალხი უნდა გაუსწორდეს მათ ადგილზევე.
0 1 3