x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დაფიქრებულხართ, რატომ არის ესკალატორის კიბეები ნაკეცებიანი და არა სწორი ზედაპირით?
ესკალატორი არის (ინგლ. escalator, ლათ. scala – კიბე) მოძრავი კიბის სახის ქვეითთა გადასაყვანი ამწევ-სატრანსპორტო მოწყობილობა, კონვეიერი, რომელიც შედგება ჩაკეტილი წრის ფორმის ორი საწევი ჯაჭვისაგან, მათზე სახსრულად დამაგრებული საფეხურებით. ელექტროძრავას ბრუნვით მოძრაობაში მოჰყავს ორი წყვილი “ვარსკვლავი” მათზე გადაცმული საწევი ჯაჭვებით. ძრავი, ჩვეულებრივ, ესკალატორის ქვეშ სამანქანო განყოფილებაშია განლაგებული. ესკალატორის ზედა და ქვედა ნაწილებში საფეხურებით იქმნება ჰორიზონტალური სიბრტყეები, რითაც მოსახერხებელი ხდება ესკალატორზე შესვლა და გადმოსვლა.


image


ესკალატორის კონსტრუქცია 1892 წელს დააპატენტა ამერიკელმა გამომგონებელმა ჯ. რენომ, თუმცა ეს კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი დანიშნულებით თანამედროვე ესკალატორისგან და გამიზნული იყო ატრაქციონისთვის. პირველი თანამედროვე ტიპის ესკალატორი დამონტაჟდა ლონდონის მეტროპოლიტენში 1911 წელს. შემდეგ იგი სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შედარებით დიდ სიღრმეზე განლაგებულ სადგურებში. მოგვიანებით, მისი გამოყენება სხვა ობიექტებზეც დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მას შეუძლია მგზავრების გადაყვანა უწყვეტ რეჟიმში, განსხვავებით ლიფტისგან.



საქართველოში, ესკალატორის გამოყენება უკავშირდება მეტროპოლიტენის მშენებლობას. პირველად დამონტაჟდა სადგურ “მარჯანიშვილის” მშენებლობისას 1959 წელს. მეტროს სადგურ “სამგორში” დამონტაჟებულია მოძრავი ჰორიზონტალური ტროტუარი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზედა და ქვედა ვესტიბიულებს (1998-იდან არ ფუნქციონირებს). XX საუკუნის 80-იან წლებში ქართველი არქიტექტორების მიერ შემოთავაზებულ იქნა ესკალატორის გამოყენების იდეა თბილისის დიდი დაქანებების მქონე ქუჩებისთვის- სოლოლაკის, მთაწმინდისა და რიგ სხვა უბნებში. დღეს ის გამოიყენება აგრეთვე სართულების დასაკავშირებლად დიდ სავაჭრო ცენტრებში სტაციონარული კიბეების ნაცვლად.



ყველა თქვენგანს დაუდგამს ფეხი ესკალატორზე, მაგრამ დაფიქრებულხართ თუ რატომ არის საფეხურები ნაკეცებიანი (დაზოლილი) და არა სწორი ზედაპირით? წელიწადის ორი დრო, ზამთარი და შემოდგომა, განსაკუთრებით გამოირჩევა ტენის არსებობით, რაც ესკალატორის კიბეებზე, იმ შემთხვევაში თუ მისი ზედაპირი იქნებოდა გლუვი, სწორი, აუცილებლად გამოიწვევდა მგზავრთა მოსრიალებას და ცუდ შედეგებს. საფეხურებზე არსებული ნაკეცები, რომელთა ზოლები ვერტიკალურია და სიღრმის შემცველ დაშორებებს მოიცავს, ხელს უწყობს ტენის აცილებას და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას.


image



ალბათ, ბევრს გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ მოძრაობს ესკალატორის სახელური საფეხურებზე სწრაფად? დროთა განმავლობაში, დისკოები, რომლებიც ხელს უწყობს ელექტრო ძრავს ბრუნვაში, ცვდება და იწვევს ცდომილებას საფეხურებსა და სახელურს შორის მოძრაობის სიჩქარეში. აღნიშნული ფაქტი, ეს არის სიგნალი, რომ ესკალატორი საჭიროებს შეკეთებას.


image



იხილეთ აგრეთვე:


რატომ ყრია ქვები ლიანდაგებზე?image





3
608
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
608
  
2018, 2 ივნისი, 13:28
ვარაუდი კი მქონდა, მაგრამ მართლა არ ვიცოდი ასე დაწვრილებით, რატომ იყო საფეხურებით ესკალატორი...
2018, 1 ივნისი, 21:33
მადლობა, გუჯა ;)
2018, 1 ივნისი, 19:43
საინტერესოა მაკა
0 1 3