x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს" - ზაზა სარალიძის მიმართვა
image


რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართა, ზაზა სარალიძემ, მოკლული დავით სარალიძის მამამ:


"მე როგორც ვხედავ სისტემა უკან არ იხევს, სისტემამ გადაწყვიტა, რომ მე ბოლომდე გამანადგუროს.

თითქმის, ექვსი თვეა, ამ საქმეს მყარად ვუდგავარ, ცოტა დავიღალე, მაგრამ მაინც განვაგრძობ ბრძოლას მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები ყველა სააშკარაოზე არ გამოვა. თავს შევაკლავ და არ მივცემ უფლებას არც პროკურატურას, არც პროკურატურის ზემდგომ ინსტანციებს, რომ ჩემს შვილს სულში ჩააფურთხოს!." – განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე.



პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მანამდე კი აქცია პროკურატურის წინ იმართებოდა. ხოლო ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ განაგრძეს მსვლელობა.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0