x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81870
  • ვიდეო:333866
  • სურათი:439128
როგორ გადავრჩეთ გველთან შეხვედრის დროს და როგორ მივხვდეთ არის, თუ არა შხამიანი

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ტემპერატურა მაღლა იწევს, რაც ქვეწარმავლების გამოჩენასაც უწყობს ხელს. გველთან შეხვედრის ალბათ ყველას ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გველი არ არის შხამიანი. მაგრამ, რაც სეეხება შხამიან გველს უნდა ვიცოდეთ ქცევის წესები, რომელმიც გადარჩენაში დაგვეხმარება.imageპირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ შხამიანი გველი უვნებლისაგან
1. განსხვავებული თვალებიimageცნობილია, რომ უვნებელ გველს მრგავლი თვალის გუგები აქვს, ხოლო შხამიანს კიმოგძელო. არსებობს გამონაკლისებიც, მაგ:შხამიანი მამბა, კობრა და ტაიპანი, რომლებსაც ასევე მრგვალი გუგები აქვთ.

2.შხამიან გველებს აქვთ ნესტოებსა და თვალებს შორის სპეციალური ნახვრეტები, რომლებიც მათ თბილი სისხლის პოვნაში ეხმარებათ.image

3. შხამიან გველებს თავი კისერთან შედარებით გაცილებით ფართო აქვთ, ვიდრე უვნებელსimage

4. შხამიანი გველის კუდი განლაგებულია ერთ რიგში და უვნებლისა კი ორმაგია.image5. შხამიანი გველები მკვეთრი შეფერილობისანი არიან. ისინი ამ ფერით აფრთხილებს სხვა ცხოველებს, ასევე დამახასიათებელია აგრესიული ხმა. გამონაკლისია ალისფერი სამეფო გველები და წითელი-რძისფერი გველები, რომლებიც შხამიანია , მაგრამ არაა მკვეთრი შეფერილობის.

6. ყბაზე შავი ზოლები აქვს შხამიან გველს, ხოლო ყვითელი ზოლები აქვს უვნებელს.image

7.რომბისებური ნახატი სხეულზე შხამიანი გველის ნიშანია.

8.შხამიანი გველი წყლის ზედაპირზე ცურავს, ხოლო უვნებელი პირიქით.image

უსაფრთხოების წესები:image

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტყეში, აგარაკზე ან სახლის ეზოში შესაძლოა გველების ბუდე იყოს. ამიტო უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები:

მოაშორეთ ეზოდან ხის ტოტები, დაყრილი უსარგებლო ნივთები და მაღალი ბალახი.

არ დაუშვათ მღრნელების გავრცელება ეზოსთან, რადგან სადაც საკვებია იქ არის გველიც

გველები ვერ იტანენ ნიშადურის სპირტის სუნს, შეგიძლიათ იგი მოასხუროთ სახლის ირგვლივ

ტყეში სეირნობისთვის ჩაიცვით დახურული ფეხსაცმელი

გველები არ ესხმიან პირველები, თუ მანამდე თავად არ შეაშეაშინეთ. ისინი აგრესიულები არიან სიცხეში, ან გამრავლების პერიოდში(ივნისი-ივლისი)

არასოდეს დაედევნოთ არ სცადოთ დაჭერა გველის, რადგან ეს ცუდად შეიძლება დასრულდეს

რა უნდა გააკეთოთთუ გველი შეგხვდათ?

გადაგით ნაბიჯი უკან, მშვიდად უხმაუროდ მიატოვეთ ტერიტორია.

თუ მაინც გიკბინათ?

დააკვირდით ნაკბენს, თუ ორი ნასვრეტია ორ რიგში ჩამწკრივებული ე.ი. შხამიანი გველია.
ტკივილი ძლიერდება თანდათან
სუნთქვა ძნელდებაimage

რა გავაკეთოთ

შევამოწმოთ ნაკბენი, თუ შხამი ისევ დარჩენილია ნაკბენზე მოვაშოროთ ის.

დალიეთ ბევრი სითხე, წყალი, ჩაი ა.შ.image

შესაძლებლობის ფარგლებში არ გავინძრეთ. რადგან ასე შხამი სწრაფად გავრცელდება.

მივიღოთ დამამშვიდებელი, ანტიჰისტამინური და გულის პრეპარატები, სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე.

არ შეიძლება!

ჭრილობის დასერვა
ჭრილობაზე დაჭერა ან შეკვრა
ყავისა და ალკოჰოლის მიღება
არ შეიძლება შხამის პირით ამოღება და თუ გასულია კბენიდან 15 წუთი, ამას ისეც აღარ აქვს მნიშვნელობა.

იმედია არასდროს შეხვდებით გველს, მაგრამ მაინც გააზიარე სტატია, რომ ყველამ ნახოს .

















7
272
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
272
  
4 ივნისი, 23:17
მომზადების კურსში შედიოდა და კარგად ავითვისე.
არ დამიჯერეს რეზერვისტებმა და კი მოუწიათ ფულის აკრეფა რეზერვის კურსების დამთავრების მერე საქეიფოდ.
გაშეშებული გიურზა რომ ნახეს. :)))
4 ივნისი, 23:10
:) მალადეც შენ, საერთოდ გველები არ ესხმიან თავს.(გამონაკლისების გარდა) თუ მოვერიდებით საკმარისია. კარგია ეგ ტექნიკა თუ იცი :)
4 ივნისი, 22:38
ძალზე საინტერესო სტატიაა, ბევრისთვის სასარგებლო რჩევებით.
პირადად გიურზასიც კი არ მეშინია, იმ შემთხვევაში თუ მისი ვიზუალურად დაფიქსირება მოვასწარი.
შემიძლია ადგილზე გავაშეშო უძრავად მინიმუმ 5 წუთით.
პ.ს
ვისაც არ ჯერა შემიძლია რაზეც უნდა დავენიძლავო, დროზე შევთანხმდეთ და ექსპერიმენტი თბილისის ზოოპარკში ჩავატაროთ.
სერიოზული სტატიაა, მადლობ ნათია
31 მაისი, 22:07
გერიდებით ოსედაც "–
31 მაისი, 22:00
გველები თუ ვართ რავიცი მოგვერიდეთ :დ
31 მაისი, 21:52
ოხ ეს ქალები
0 1 7