x
ქვევრში აღმოჩენილი იმერული ყველი
გაიგეთ მეტი იმერული ყველის შესახებ...



ყველის ფესტივალი, რომელიც ყოველ წელიწადს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება წელს 2 მაისს, ქუთაისობას, სიყვარულის ბაღში გაიმართა. ამჯერად ფესტივალს"იმერული ყველის ახალი სიცოცხლე"ეწოდა, სადაც სხვადასხვა კუთხიდან ფერმერების მიერ წარმოდგენილი იყო ქართული ყველის უძველესი სახეობები, მათ შორის წელს პირველად დაგემოვნებულ იქნა ქვევრის ყველი.

ყველის შენახვის ეს ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყო გავრცელებული.დღეისათვის კი მხოლოდ სოფელ ხანში არის შემორჩენილი.

ყველიერის დღესასწაულზე იხსნება მიწაში მყოფი ქვევრი, რომელშიც ინახება ყველი.ქვევრში გრილა და ყველი არ ფუჭდება.მნიშვნელოვანია პირველი ორი თვე, შემდეგ კი ორი წელიც, რომ გააჩერო დრო და ჟამი ვერაფერს დააკლებს.


ქვევრში შესანახი ყველი მზადდება გამოუხდელი რძისგან, ამიტომ ქვევრის ყველს ცხიმი უფრო მეტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ იმერულ ყველს. ქვევრის ყველი იჭრება ძნელად, რადან ის არ არის რბილი, მაგრამ დაკრავს თიხის არაჩვეულებრივი გემო.განსაკუთრებული გემო აქვს იმ ქვევრის ყველს, რომელშიც მანამდე სანამ ყველს შეინახავდნენ ღვინო ესხა.

ყველი ქვევრშისოფელი ხანი

სოფელი ხანი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანისწყლისა და ლაიშურას შუამდინარეთში.ზღვის დონიდან 750 მეტრზე და ბაღდათიდან 25 კილომეტრში.მდინარე ხანისწყალი

საქართველო, როგორც ღვინის და ყველის სამშობლო

საქართველო ღვინის და ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველის სამშობლოცაა.ქართველებს ძალიან უყვართ ყველი და უცხოელი ტურისტებიც ამ პროდუქტით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

ყველი არის საკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება.გამოყენებული შეიძლება იყოს:ძროხის, თხის, ცხვრის, კამეჩის ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის რძე.ყველი არის თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის.საქართველოში ყველის 14 სახეობაა რეგისტრირებული და მათ შორისაა იმერული ყველი.ღვინო და ყველი

ქართული სამზარეულო ყველის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ის გამოიყენება მრავალ კერძში ინგრედიენტად და ითვლება დელიკატესად.

ქვევრის ყველი კი ქართველებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა.განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველის დიდი მოყვარულია.

იმედია შეინარჩუნებს ქართველი, იმერელი ხალხი ამ ტრადიციას და მეც მომეცემა შანსი ქვევრის ყველი დავაგემოვნო.

6
203
3-ს მოსწონს
ავტორი:ანი ფახურიძე
ანი ფახურიძე
203
  
2018, 2 ივნისი, 17:38
გეთანხმები ანი,ღვინის სამშობლო საქართველოა,ყველისაც,მედიცინა კოლხეთში წარმოიშვა...კიდევ რას მალავს ისტორია,ვინ იცის...
2018, 2 ივნისი, 16:06
უძლიერესი ერი ვართ დიდი ისტორიით...
2018, 2 ივნისი, 15:28
ყველი - უგემრიელესია !
2018, 2 ივნისი, 14:53
მგონი ფრანგებსაც ვაჯობეთ ყველის სახეობების რაოდენობაში...
0 1 6