x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134511
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
იყავი ოპტიმისტი

imageოპტიმისტი არის ისეთი ადამიანი რომელიც არასდროს არ კარგავს ცხოვრების ხალისს, ხელს არ იქნევს და მიზანმიმართულად მიიწევს წინ ცხოვრებაში.ცადეთ და იყავით ოპტიმისტები. დაიწყეთ ყოველი დილა ფრაზით : მე ვარ ბედნიერი და შეეცადეთ გაღიმებული შეხვდეთ ახალ დღეს, ნუ დაიწყებთ წუწუნს თქვენს პრობლემებზე, რადგან ყველაფერი მოგვარებადია, გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. ადამიანებს ფიქრი და გამოსავლის ძებნა ეზარებათ და ყოველთვის ყველაფრის მარტივად მიღება უყვართ... გადააყწდებიან უამრავ პრობლემებს და იწყება გაუთავებელი წუწუნი : რა გავაკეთო, ეხლა რაღა მეშველება და ა.შ., ყველამ ვიცით რომ გამოსავალი სიტყვებში კი არა მოქმედებაშია, დააჯერეთ თქვენი თავი რომ ყველაფერს შეძლებთ .. მთავარია იყოთ მონდომებულები და იცოდეთ იმის ფასი თუ რას აკეთებთ, მარკესის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც ამბობს რომ“ ბედნიერება მწვერვალზე დგომა კი არ არის, არამედ როგორ ადიხარ მასზე''. საკუთარი თავს ნუ დატვირთავთ უარყოფითი ენერგიით და ნურც სხვას მოხვევთ თქვენს პრობლემებს, ადამიანთა 90% არ აინტერესებს, 10 % კი ხარობს თვენი უბედურებით. ამბიციას დღევანდელი თაობის სენად თვლიან, თუმცა მივესალმები ამბიციურ ადამიანებს, მოითხოვე ცხოვრებისაგან ყოველთვის მაქსიმალური, რადგან ცოტა მაინც მიიღო. არასდროს დაკმაყოფილდე იმით რაც გაქვს, თუმცა ხარბი არ გახდე. იცხოვრე დღევნადელი დღით, მაგრამ არასდროს დაივიწყო ხვალინდელი დღე, ყოველი დღე სიურპრიზებს და სიახლეებს გთავაზობს, შენი ვალი კი მხოლოდ მათი გამოყენებაა.ერთხელ მოვდივართ ყველა ამქვეყნად და ნუ დავითრგუნავთ თავს უამრავი პრობლემით.დატკბი საკუთარი ცხოვრებით და შეეცადე იყო ბედნიერი.

2
55
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
55
  
2012, 30 ივნისი, 22:36
ჩემზე მაგარი ოპტიმისტი არ არსებობს :DD ^_^
0 1 2