x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ აიძულებენ იაპონელი გოგონები იტირონ მშობლებმა
image

ყველა აზიური ქვეყნიდან რომ იაპონელები განსაკუთრებით გამოირჩევიან ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, არა მარტო ცხოვრების დონით და ტექნოლოგიით, არამედ თვითმყოფადობით და უნიკალური კულტურითაც.ისინი ოდნავ ქედმაღლურად უყურებენ უცხოელებს, რომლებსაც "გაიძინს"(外人) უწოდებენ.


იაპონელებმა დასავლური კულტურა და მოდაც თავისებურად აითვისეს და მოარგეს საკუთარ ცხოვრების სტილს.

image


გიარუ-(ギャル)ეს არის იაპონური გლამური, რომლის დევიზია "ბიბე ძიბუნ"(გამიმარჯოს მე-ビバ自分), თუმცა იაპონიაში მათ შეარქვეს მეტსახელი "ოია ო ნაკასერუ"(აიძულო იტირონ მშობლებმა).მოდით გავერკვეთ, ეს პატარა ვარდისფერი გოგონების არმია რატომ აღეზიანებს იაპონურ საზოგადოებას.

image

image

გიარუ არ იყვნენ იაპონელი ახალგაზრდების პირველი წარმომადგენლები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებას დაუპირისპირდნენ. მათი პროტოტიპი წარმოიშვა სამოცდაათიან წლებში, თუმცა საბოლოო სუბკულტურა 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, რაც გამოიხატება ვარდისფერი კოფთის, მაღალი ქუსლებისა და კოსმეტიკის ტონებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტიპიური გიარუ არის "გლამური ქერათმიანი ანეკდოტებიდან", ანუ იგი უჭკუა, ქარაფშუტა, ამასთანავე მხიარული, უყვარს ღამის კლუბები, პატარა ძაღლები და მდიდარი მამაკაცები. მათი მთავარი ღირებულება არის-უზრუნველი და მდიდრული ცხოვრებისკენ სწრაფვა.

image

ევროპელი და ამერიკელი ქალებისგან განსხვავებით, გიარუ-ეს არის ტიპიური იაპონელი ქალის სახის მოყვანილობა და აღნაგობა. ღია თმით, მაკიაჟით და სადღესასწაულო კოსტუმებით, რომლებიც გარკვეულწილად "თოჯინებს" მოგვაგონებენ.

image

1
359
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
359
  
2018, 2 ივნისი, 14:51
კარგია,უფრო ხშირად მოგვაწოდეთ ამგვარი ინფორმაცია იაპონიაზე.
0 1 1