x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით, მაგრამ ქუჩაში გამოძიება არ ხდება,“ - წულუკიანი

image

.

„ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი. გამოძიებას ყველამ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით.
.
„არა მხოლოდ მოვისმინეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექითო, მე მინდა დღეს მას პირველად ვუპასუხო, რომ ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. სხვაგვარად ეს ვერ იქნება იმიტომ, რომ პროკურატურა არის შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერსები დაიცვას ბოლომდე.
.
ძალიან მინდა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლისი ტკივილისა, ზაზა სარალიძემ ყველა ძალისხმევა გაწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ – მას არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი. ამას არ ვიტყოდი ასე რომ არ იყოს. შესაბამისად, „გამოდი, შემხვდი ქუჩაში და საქმე ქუჩაში გამოვიძიოთ“ – ეს არის საქმე, რომელიც მკვლელობის საქმეა, უბრალოდ მკვლელობის საქმე არ არის, ეს ბავშვთა მკვლელობის საქმეა. ამიტომ, ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. შესაბამისად, რადგან ჩვენ, დაზარალებული და სახელმწიფო ერთი ინტერესის სამსახურში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ. ჩვენ დაზარალებულებმა, საზოგადოებამ, პროკურატურამ და საზოგადოების ფართო სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოწმეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ“.
.
„კიდევ ერთხელ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა. გამოძიებას შეუძლია ის არგუმენტები გამოიყენოს სასამართლოში, რასაც მას მოუტანენ მოწმეები. შესაბამისად, მოწმეებთან მუშაობა კიდევ ერთხელ საჭიროა და ამაში სწორედ ზაზა სარალიძეს შეუძლია ფასდაუდებელი როლი თვითონ ითამაშოს. მესმის, ეს მძიმეა. მაგრამ გამომძიებელი და პროკურორი სწორედ იმისთვისაა, რომ დაზარალებულთან ერთად მოწმეებთან იმუშაოს, მოწმეების უფლებების დაცვით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
.
თეა წულუკიანის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმისა და წარსულის სხვა საქმეებთან ნებისმიერი გაიგივება დაუშვებელია.
.
„ადრე სახელმწიფო და სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ჩადიოდნენ დანაშაულს და ძალადობდნენ ხალხზე, მათ შორის ბავშვებზე. აქ საქმე გვაქვს მკვლელობასთან, რომელიც ბავშვთა შორისაა ჩადენილი. ამიტომაც გამომძიებელი, რომელიც სახელმწიფოა, მას სჭირდება დახმარება ბავშვების, მშობლების, მოწმეების და ყველასი ერთად, იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დავადგინოთ. ჭეშმარიტება, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები არავის გაუჩნდება, არც დასჯილს და არ დანაშაულის სავარაუდო ავტორს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
.
.
0
143
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0