x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საფრანგეთი თუ ფრანგისტანი - ავღანელმა მიგრანტებმა ფრანგი გოგო სცემეს "ზედმეტად ხალვათად ჩაცმულობის" გამო
image


2018 წლის 23 მაისს საფრანგეთში 33 წლის ფრანგი ქალი ნაცემი იქნა ორი ავღანელი მამაკაცის მიერ, რომლებიც საფრანგეთში ავღანეთიდან ჩავიდნენ და თავშესაფარს სთხოვენ სახელმწიფოს. ამან მთელ საფრანგეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ვინაიდან ძალიან გახშირდა ევროპაში ასეთი ფაქტები. ინგლისში, კერძოდ ლონდონის უამრავ გარეუბანში უკვე მოქმედებს შარიათის პოლიცია, რომლებიც დადიან და ხალხს ავიწროებენ ჩაცმულობის ან მათთვის მიუღებელი გარეგნობის გამო.


ამ შემთხვევაში შეურაცხყოფა დაიწყო თავდაპირველად სიტყვიერად, უშვერი სიტყვებით და გინებით, ქალს უყვიროდნენ, რომ ის "ზედმეტ სიშიშვლეს აჩვენებდა ხალხს". როდესაც მატარებელი გაჩერდა დიჟონის სადგურზე, მათ ის იქიდან გადმოათრიეს, დააგდეს ძირს ბაქანზე და ფეხებით შედგნენ.

მოძალადე მუსლიმები დაკავებული იქნენ ამ პროცესში. აღმოჩნდა რომ ერთი 23 წლის, ხოლო მეორე 19 წლის იყვნენ. ისინი გასამართლდებიან ფრანგული სასამართლოს მიერ. ორივე მამაკაცი ცხოვრობს დოულში, საფრანგეთის ჟურას რაიონში.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
529
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0