x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბაია პატარაია:უკლებლივ ყველა დააპატიმრეთ დანაშაულის დაფარვისთვის!
image

ფემინისტი და ქალთა უფლებადამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია გასული წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებას სოციალური ქსელით ეხმაურება:


"პროკურატურა ხომ არის სამარცხვინო, უმაქნისი და მავნებელი, მაგრამ ჩვენც ვართ ნაგავი ხალხი! დანაშაული, რომელიც უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა, როგორ შეიძლება რჩებოდეს გაუხსნელი?! სად არიან მოწმეები? რატომ არ იღებენ ხმას? სად არის საზოგადოების პასუხისმგებლობა?!

მაშინ დაიჭირონ ყველა! უკლებლივ ყველა დააპატიმრეთ დანაშაულის დაფარვისთვის! ყველა კრიმინალია, ვინც იქ იყო და დუმს ან იტყუება.
და დანარჩენი საზოგადოება თუ ამას მოვითმენთ, არ ვყოფილვართ არც თავისუფლების და არც ადამიანური ცხოვრების ღირსი!"-წერს პატარაია.


image

ამ წუთას რუსთაველის გამზირზე შეკრებილია საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, ზოგი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას მოითხოვს, რომელმაც ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქმეში მეტი გამჭვირვალობის შესატანად, უცხოელი პროკურორები და ექსპერტები ჩაერთვებიან.

აქციის ორგანიზატორია მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული გ.ბ, რომელსაც როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში სცნო დამნაშავედ. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

image

1
76
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
2018, 2 ივნისი, 15:01
მიკვირს,თავიდანვე რატომ არ აღიძრა საქმე ხულიგნობით და დანაშაულის განუცხადებლობით,მკვლელობასთან ერთად?საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე(ამ შემთხვევაში ის ეზო,რომელიც კორპუსებს შორის მდებარეობს და იმათი ჩხუბი და გინება ყველას ესმოდა),ამ შემთხვევის შემდეგ რომელიმე მონაწილებ დარეკა პოლიციაში მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით?
0 1 1