x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ვიტამინი,რომელიც 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ჰაერივით სჭირდებათ
image


ფაქტია, 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ვიტამინ B12-ის დეფიციტი აქვთ. მშვენიერი სქესის წამომადგენელთა უმეტესობა კი ყურადღებას არ აქცევს იმ სიმპტომებს, რომელსაც ამ ვიტამინის ნაკლებობა იქვევს. გინდათ ჯანმრთელი კანი, თმები და ნერვული სისტემა გქონდეთ?-მაშინ გააგრძელეთ კითხვა.

ზოგჯერ, ყოველდღიურ ფუსფუსში, ის სიგნალები გვეპარება, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის ან მათ გამოვლინებებს სტრესს და დაღლას ვაბრალებთ, მაგრამ მიზეზი სულ სხვაა.

მოგითხრობთ იმ 14 სიმპტომის შესახებ, რომელსაც B12-ის დეფიციტი იწვევს ქალის ორგანიზმში.



1. პერნიციოზული ანემია

იმ ქალებს, რომლებიც ხშირად მიმართავენ ნევროლოგებს თავის ტკივილებზე ჩივილით, B12-ის დეფიციტი აქვთ. რამდენადაც ციანოკობალამინი ნერვების მიელინურ გარსზე მოქმედებს, მისი დეფიციტი ორგანიზმში ნერვების დაზიანების შეუქცევად პროცესს იწვევს, შედეგად კი არა მხოლოდ თავბრუსხვევა, არამედ კოორდინაციის დაკარგვაც კი შეიძლება განვითარდეს.image


2. ფრჩხილებისა და თმების პრობლემები

თმამ მბზინვარება დაკარგა, გათხელდა, მტვრევადია... ფრჩილები გტყდებათ, გეფცქვნებათ-ეს ყველაფერი ვიტამინ B12-ის დეფიციტითაა გამოწვეული.

image


3. კუნთების სისუსტე

ნერვულ სისტემაზე ზეგავლენით, ციანოკობალამინის დეფიციტი არ მხოლოდ ზოგად სისუსტეს იწვევს, არამედ სახელდობრ კუნთების სისუსტეს.

image


4. ქოშინი

ეს უსიამოვნო სიმპტომი ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემიის ერთერთი უსიამოვნო შედეგია.ჰემოგლობინის არასაკმარისი რაოდენობა აფერხებს ჟანგბადის მიტანას ქსოვილებთან და ფილტვებს აიძულებს დატვირთვით იმუშაონ, რომ ორგანიზმმა საკმარისი ჟანგბადი მიიღოს. ასე ვითარდება ქოშინი.

image


5. მხედველობის პრობლემები

B12-ის დეფიციტის მძიმე შემთხვევებში თვალის ნერვი და ბადურის სისხლძარღვები ზიანდება. ჩნდება გაორების ეფექტი, მხედველობა იბინდება, შავი წერტილების ციმციმი თვალის წინ და დროებითი სიბრმავეც კი.

image


6. გამუდმებული დაღლილობა

ჰემოგლობინი საკმარისი არაა-ჟანგბადიც არ გყოფნით. ჟანგბადი არ გყოფნით-აი, მიზეზიც, რომ გამუდმებით ძილი გინდათ. ციანოკობალამინის დეფიციტის დროს დაღლილობას მაშინაც კი გრძნობთ, თუ კარგად გამოიძინეთ.

image


7. კანის სიფერმკრთალე

იმისთვის, რომ თვალების ქვეშ სილურჯეებისგან და კანის სიფერმკრთალისგან გათავისუფლდეთ, გირჩევთ შეამოწმოთ, ნორმაში გაქვთ თუ არა ვიტამინი B12. მისი დეფიციტი სისხლის მიმოქცევის დარღვევებს და სისხლის სხეულების ნაწილაკების განადგურებას იწვევს. შედეგად, ნაღვლის პიგმენტი ბილირუბინი გამოთავისუფლდება, რომელიც კანს ასეთ უსიამოვნო ელფერს აძლევს.

image


8. ჩხვლეტა და დაბუჟება

ნერვული გარსების დაზიანება და ჟანგბადის ნაკლებობა-კიდურების დაბუჟებით, მათში ჩხვლეტის შეგრძნებითა და კრუნჩხვებით გამოიხატება. იმისთვის, რომ ამ უსიამოვნო სიმპტომებმა არ შეგვაწუხონ, საჭიროა ვიტამინი B12 ყოველთვის ნორმაში იყოს.

image


9. მეხსიერების პრობლემები

ვერ იხსენებთ ძველი მეგობრის სახელს, გასაღებს კი ჩანთის მაგივრად მაცივარში ინახავთ? გილოცავთ, სწორედ რომ დროა შეამოწმოთ ვიტამინ B12-ის დონე და აუცილებლად დაიწყოთ შემდეგ მისი შევსება.

image


10. ენის გარეგნული სახის შეცვლა

წითელი პრიალა ენა B12-ის დეფიციტის უტყუარი ნიშანია. ვიტამინის დეფიციტის გამო ენის სტრუქტურა იცვლება და ღია-წითელ შეფერილობას იღებს, თითქოს გალაქულია. თავს იჩენს ენის წვის შეგრძნებაც.

image


11. განწყობის ცვალებადობა

ბ12-ის დეფიციტმა შესაძლოა ქალის ორგანიზმში დეპრესია, შფოთვა და ნევროზი გამოიწვიოს, შესაძლოა ტირილის სურვილიც განვითარდეს. ეს ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ ეს ვიტამინი ბედნიერების ჰორმონებად წოდებული სეროტონინისა და დოფამინის გამომუშავებაში მონაწილეობს.

image


12. სუნებისადმი მიდრეკილება

ანემია სუნების შეცვლას იწვევს. მაგალითად, საყვარელი სუნამოს სუნი ისეთი მიმზიდველი აღარ გვეჩვენება. სამაგიეროდ, ნავთის ან ბენზინის სუნით შეიძლება აღვფრთოვანდეთ.

image


13.გულის პრობლემები

სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად თავს იჩენს ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება და სხვა სიმპტომები, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს ახასიათებთ. არადა, მხოლოდ ვიტამინი B12 გაკლიათ.

image


14. სხეულის მომატებული ტემპერატურა

იშვიათ შემთხვევებში ციანოკობალამინის დეფიციტი სხეულის ტემპერატურის მომატებას იწვევს სუბფებრილურ ნიშნულამდე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომი ორგანიზმში მიმდინარე ინფექციური პროცესისთვისაა დამახასიათებელი, ზედმეტი არ იქნებოდა, რომ ვიტამინი B12-ც მიგეღოთ.

image

თუ ზემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, მიმართეთ სპეციალისტს.
მიირთვით ღვიძლი, ვირთევზა, პალტუსი, კრევეტები, ზღვის წყალმცენარეები, ყველი ტოფუ-ეს საკვები მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებით, მინერალებით და რაც მტავარია-ციანოკობალამინით.











1
14735
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
14735
  
2020, 14 ივლისი, 11:17
ძალიან სასარგებლო რჩევებია, გმადლობთ!
0 1 1