x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
,,არ მინდა ასეთი ბედნიერება"-ანუ 15 წუთიანი ქორწილი
image

დუბაელი წყვილის ქორწინება მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. მან სულ 15 წუთს გასტანა.

ალბათ, ბევრს დააინტერესებს, თუ რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. პასუხი მარტივია-ფული. ტრადიციის თანახმად, სასიძომ პატარძლის მშობლებს გამოსასყიდი უნდა გადაუხადოს. ეს თანხა 30 000 დოლარს შეადგენდა. კონტრაქტის თანახმად, რომელიც სასიძომ სასიმამროსთან გააფორმა, ფული ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადა. ნაწილი ქორწილამდე და დანარჩენი ქორწილის შემდეგ.

image


თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. სასიძომ თანხის ნაწილი პატიოსნად გადაიხადა, მაგრამ როგორც კი წყვილმა ქორწინება გააფორმა და სასამართლოს შენობა დატოვა, სიმამრმა დარჩენილი თანხის დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვა სიძეს და თანაც ამის შესახებ პირდაპირ სტუმრების წინაშე განუცხადა.

სიძემ ცოტა დრო ითხოვა, არწმუნებდა, რომ ფული ჰქონდა, მაგრამ სიმამრმა დაიჟინა, რომ დაუყოვნებლივ გაეგზავნა თავისი რომელიმე მეგობარი და დანარჩენი ფულიც ქორწილში მოეტანა.

ეს საუბარი პირდაპირ ცნობისმოყვარე სტუმრების თვალწინ მიდიოდა. როგორც მოგვიანებით ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, თავს საშინლად შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა. საბოლოოდ, მას ყელში ამოუვიდა, ცოლთან ერთად სასამართლოს შენობაში შებრუნდა და 15 წუთზე ნაკლებ დროში მათი ქორწინებიდან, განცხადება შეიტანა განქორწინებაზე.

არშემდგარმა ქმარმა ყოფილ სიმამრს გამოუცხადა, რომ აღარ სურს მისი ქალიშვილის ხილვა თავის მეუღლედ და არც ასეთი ბედნიერება უნდა.

ასე დაანგრია სიხარბემ ახალშექმნილი ოჯახი.

0
223
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0