x
image
ცუდი ბავშვი
პატარა ბიჭის უცხოპლანეტელთან შეხვედრა

image
ხშირად მიყვებოდა ბაბუა და მარწმუნებდა რომ უსასრულო სამყაროში მარტონი არ ვართ და არსებობს სხვა ცივილიზაცია ანუ უცხოპლანეტელები რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს დედამიწას. ამიტომ ღამით ცაზე ვაკვირდებოდი ვარსკვლავებით მოჭედილი ცას და იმედი მქონდა რომ როდესმე მეც დავინახავდი მფრინავ თეფშს რომლიდანაც პატარა მწვანე არსება გადმოვიდა. ერთ ღამეს ჩემს მთიან სოფელში შუა ღამეს უცნაურმა ზუზუნის ხმამ გამომაფხიზლა, ჯერ მეგონა რომ სახლში რომელიმე მოწყობილობა ტელევიზორი ან მაცივარი ჩაირთო და ამ უცნაურ ხმას გამოსცემდა მაგრამ სახლში ამ ხმის მიზეზი ვერაფერი ვნახე, შემდეგ გარეთ გავედი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხმა ისევ მკაფიოდ მესმოდა და რატომღაც ზემოთ ცისკენ ავიხედე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა თვალები ორჯერ ზედიზედ დავხუჭე და გავახილე ვიფიქრე ხომ არ მეჩვენებოდა და როცა დავრწმუნდი რომ ეს მართლაც ხდებოდა შიშმა და სიხარულმა ერთდროულად შემიპყრო, ცაზე ვხედავდი ვეებერთელა მფრინავ თეფშს რომელიც მთელს სოფელს ფარავდა, რამოდენიმე წუთში უცნაური ხომალდი დაიძრა ადგილიდან და მთის მეორე მხარეს დაეშვა, სასწრაფოდ ფეხზე ჩავიცვი და გავიქეცი იმ ადგილისაკენ. მთის მწვერვალს რომ მივაღწიე გაჭირვებით მაღლიდან გადავიხედე სადაც წესით ის ვეებერთელა ხომალდი უნდა დამენახა თუმცა იქ არ იყო, სამაგიეროდ მთის ძირში მინდორზე შევნიშნე ლურჯად მანათობელი პატარა ადამიანები. მათ ყურებაში გავერთე და ფეხი ქვაზე დამიცდა, მთის ძირამდე თავი ვერ შევიკავე და ისეთი ძალით ვეხეთქებოდი გზად ლოდებს და ხეებს რომ არცერთი ძვალი მთელი არ დამრჩა, ბოლოს უსულოდ დავეცი. ცალ ფეხზე კი ფეხსაცმელი გამძვრა და ვხედავდი ჩემს დამტვრეულ სხეულს თუ როგორ მქონდა ძვლები ამოჩრილი სხეულიდან და ფეხები გადაგრეხილი, ბოლოს რაც მახსოვს ბუნდოვნად მოვკარი თვალი ლურჯად მოელვარე უცხო არსებებს რომლებიც ჩემს ირგვლივ თავს დამტრიალებდნენ. მეორე დილით კი ჩემს საწოლში გამეღვიძა, თუმცა ყველა ძვალი ადგილზე მქონდა და თავს უფრო კარგად ვგრძნობდი. საოცარი ენერგია ვიგრძენი, გავიფიქრე რომ გუშინ მომხდარი ამბავი სიზმარი იყო, საწოლიდან წამოვდექი ჩავიცვი ტანზე შემდეგ საჭმელი ვჭამეთ და გარეთ გასვლა გადავწყვიტე ეზოში სათამაშოდ, ოთახში ფეხსაცმლის ჩასაცმელად შევბრუნდი და მხოლოდ მარჯვენა ფეხის ვიპოვე მეორეს კი ვერსად ვპოულობდი, ამ ძებნაში გამახსენდა ჩემი სიზმარი. მთიდან დაგორების დროს ხომ ცალი ფეხსაცმელი დავკარგე. ვიეჭვე რომ ეს სიზმარი კიარა ნამდვილად მოხდა. სასწრაფოდ სხვა ფეხსაცმელი ჩავიცვი იმ მთაზე ავედი და მთის მეორე მხარეს ნელნელა ჩავდიოდი, გზად ჩემი დაკარგული მარცხენა ფეხსაცმელი ვიპოვე ლოდებს შორის გაჭედილი, მივხვდი რომ გუშინდელი ამბავი ნამდვილი იყო და უცხო არსებებმა სიკვდილს გადამარჩინეს.

0
32
5-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0