x
image
ვიზა კოხაძე
საკუთარ ბაღში მოყვანილი ჟოლო, მომზადების წესი და ხილის დადებითი თვისებები ადამიანის ჯანმრთელობისათვის ( + ფოტოები )

image
ჟოლო საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მოთხოვნადი სასარგებლო ხილია და ყოველთვის მაღალი ფასით გამოირჩევა.ეს არის მცენარე ვარდისფერთა ოჯახიდან, რომელიც ყველგანაა გავრცელებული. ჟოლოს იყენებენ საჭმელად მურაბის, ჯემის, ცოცხლად შენახვის სახით. ასევე იყენებენ მედიცინაში გამხმარი ნაყოფის ნახარშის სახით, რომელიც ოფლმდენი საშუალებაა. ძირითადად ჟოლოს საქართველოში გრიპისა და გაციების სამკურნალოდ მოიხმარენ.ასე, რომ ამ უძვირფასეს ხილს უამრავი დადებითი თვისება გააჩნია.
imageimageრამდენადაც ჟოლოს საკუთარ ბაღში მოშენება მარტივი და იაფი პროცესია, მეც ასამდე ნერგი მაქვს საკუთარ ეზოში და ყოველ მეორე დღეს ვკრეფ 1 - დან 2 კილოგრამამდე.როგორ უნდა შეინახო ჟოლო ზამთრისათვის? 1 კილოგრამ ჟოლოს ემალის ქვაბში ფენა - ფენა ვაყრით 2 კილოგრამ შაქარს და ვინახავთ გრილ ოთახში. სამი დღის განმავლობაში ხის ჯოხით ვურევთ დღის განმავლობაში იმდენჯერ, რამდენჯერაც გაგვახსენდება. სამი დღის შემდეგ როცა შაქარი სრულად გალღვა ქვაბში, ვასხამთ მინის ქილებში. სასურველია ამ ფორმით შევინახოთ ზაფხულის ცხელ დღეებში მაცივარში.imageგარდა ამისა, ჟოლოსგან საუკეთესო ჯემი მზადდება. 1 კილოგრამ ჟოლოს ვაყრით 1 კილოგრამ შაქარს და ნელ ცეცხლზე ვადუღებთ. როცა დუღილს დაიწყებს, ვამატებთ 1 პაჩკა კვიტინს და ვურევთ ადუღებამდე. კიდევ ვადუღებთ 10 წუთი და ჯემი მზადაა ქილებში ჩასასხმელად.imageimageმისი ნაყოფი სწორედ ახლა მწიფდება და ცნობისათვის წელიწადში ორჯერ გვაძლევს ნაყოფს - მაისში და აგვისტო სექტემბერში.სამკურნალოდ მწიფე ნაყოფია სასარგებლო, როგორც ცოცხალი, ასევე გამხმარი.მას ვიტამინების საბადოს ტყუილად არ ეძახიან, რამდენადაც ჟოლო შეიცავს ეთერზეთებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, C, B და B2 ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, სპილენძს( სპილენძის შემცველობის გამო ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია და სტრესული სიტუაციები ხშირად ხვდება), კალიუმის მარილებს, პურინებს, ჰეპეროციკლურ ორგანულ ნაერთებს. მედიცინაში ჟოლოს ნაყოფს იყენებენ სიცხის დამწევ და ოფლის მომგვრელ საშუალებად( სალიცინის მჟავას შემცველობის გამო ის ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა), მას ხმარობენ ღებინების საწინააღმდეგოდ, ამოსახველებლად. როგორც ცნობილია, ჟოლოს ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები.ის სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

imageimageimageიმდენად დიდია მოთხოვნილება ამ ძვირფას ხილზე, ბრიტანელებმა გასახდომი სუნამოც კი გამოუშვეს ჟოლოს არომატით, ხოლო იაპონელებმა მასის კორექციის მიზნით შექმნეს პლასტირი, რომელიც ჟოლოს ექსტრაქტითაა გაჯერებული.ბრიტანელმა მეცნიერებმა ახლახანს დაამტკიცეს, რომ ჟოლო აქტიურად უშლის ხელს კიბოს უჯრედების განვითარებას.

პ.ს.ასე, რომ მიირთვით ეს უგემრიელესი ხილი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს კურნავს და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

0
468
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0