x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134501
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ბრიუსელში შალვა ნათელაშვილმა გოგონა მოძალადე-მიგრანტისგან იხსნა

imageლეიბორსტური პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბრიუსელში მომხდარ ინციდენტს აღწერს და შესაბამისი დასკვნა გამოაქვს.

image

"რაც ახლა 5 წუთის წინ გადამხდა ამის წარმოდგენაც კი ძნელად შემეძლო.მოკლედ მოვდივარ ბრიუსელში, ცენტრის ცენტრში საქმიანი შეხვედრიდან და სასტუმრო მეტროპოლთან სადაც დაიარება ხალხის უწყვეტი ნაკადი, ვხედავ როგორ მიათრევს სადღაც, , აშკარად აფრიკელი ემიგრანტი ახალგაზრდა გოგონას, საცოდავი მსხვერპლი ახერხებს გაქცევას მაგრამ თავდამსხმელი კვლავ ეწევა, უგრეხს ხელებს და ისევ მიათრევს პირდაპირი გაგებით, ალბათ იქვე სადარბაზოში. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის იყო რომ ამ საშინელ ძალადობას ერთად უყურებდნენ თეთრი და შავი მამაკაცები, რომლებიც არც ფიქრობდნენ გოგონას გადარჩენას. ბევრი არ მიფიქრია, გოგონა გამოვგლიჯე მოძალადეს ხელიდან, ხოლო თვითონ ეს პიროვნება მანამდე დავიკავე ხელით სანამ მსხვერპლი გაქცევას მოასწრებდა. აქედან რამდენიმე დასკვნა:

image

1. თუ ასე გაგრძელდა, რომ ევროპის დედაქალაქშიც ვერ აღკვეთენ ემიგრანტთა ძალადობას, მაშინ ევროპის დასასრული დამდგარია.

2. საზოგადოებას რომელიც უშფოთველად უყურებს ძალადობას მომავალი არ გააჩნია.

3. თუ დროულად არ შევაჩერებთ შემოსეულ ემიგრაციულ ტალღებს ჩვენი არსებობაც ყოველგვარი ოკუპაციის გარეშე მალე დამთავრდება. და ორი თხოვნა, არავინ გაიგოს ისე რომ რასობრივ მომენტებზე ვამახვილებდე ყურადღებას, ყველა ადამიანი, კანის ფერის მიუხედავად, ღმერთის შექმნილი და თანაბრად საყვარელია, მოძალადის გარდა და მეორე არ იფიქროთ რომ რამეს ვტრაბახობდე ეს ყველაფერი იმედია იმ ცენტრალური ქუჩის ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რასაც გავარკვევ რათა მოძალადემ მსხვერპლის დევნა ვეღარ გააგრძელოს." წერს ნათელაშვილი.

image

1
449
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
449
  
2018, 31 მაისი, 0:16
ვაა საღოლ შაკო, ჯიგარი ხარ :-) რამ დაასირათ მერე ის ჩემის ტრულაილა ბელგიელები ასე. უკვე მუჰამედი ქვია ახალდაბადებული ბიჭების 50%-ს ბელგიაში..
0 1 1